ამით ადგილ/ით ძალითა მაღლისათა და ჯუარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცევდით
Line of edition: 2
ღმრთისა მიმართ". და მეყსეულად დასცხრეს ჴმანი იგი, და იყო არა რა.
Line of edition: 3
და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ჴელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და
Line of edition: 4
იტყოდა: "რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე". კუალად
Line of edition: 5
ვიდრე არა ეყივლა ქათამსა სამთა-ვე კართა ქალაქისათა, დასცა ზარსა ლაშქარმან
Line of edition: 6
ძლიერმან: დალეწნეს კარნი, და აღივსო ქალაქი სპარსითა ლაშქრითა; და შეიქმნა ჴმა
Line of edition: 7
ზარის-საჴდელი, ზრზინვა, და ყივილი, და კლვა. და აღივსო ყოველი ადგილი სისხლითა,
Line of edition: 8
და მოვიდა სიმრავლე ზახილითა და მახჳლითა, და სხუათა მათ შიშისაგან
Line of edition: 9
დადნებოდეს ჴორცნი და განილია სული მათი. ტიროდეს / ნათესავთა თჳსთა.
Line of edition: 10
"და მსწრაფლ ისმოდა, ჴმობდეს რა ძლიერად: "მეფე სპარსთა, მეფეთ-მეფე
Line of edition: 11
ხუარან-ხუარა ბრძანებს: ყოველი / ჰურია განარინეთ პირისაგან მახჳლისა". ესე რა
Line of edition: 12
მესმა, და მოვეგე თავისა ცნობასა; და შევორგულდით მე და ათნი-ვე იგი ჩემთანანი,
Line of edition: 13
და მოახლებულ იყვნეს მახჳლოსანნი გარემოს ჩუენსა, სცემდეს / და კლვიდეს.
Line of edition: 14
და ისმა ჴმა ძლიერი - "მირიან მეფე შეიპყრეს-ო". გარე-მოიხილა მჴნემან
Line of edition: 15
მოღუაწემან და თქუა: "ესე რომელ ყივის, ვიცი რომელ აწ სამე დიდად სჭირს; და
Line of edition: 16
ვმადლობ ღმერთსა, რომელ ესე ნიშანი მათისა წარწყმედისა არს, და ქართლისა
Line of edition: 17
ცხოვრებისა, და ამის ადგილისა დიდებისა". და ნუგეშინის გუცემდა, ვითარ-ცა მოძღუარი
Line of edition: 18
ჴელოვანი, ჭეშმარიტად მოძღუარი და მოციქული ქრისტესი.
Line of edition: 19
,მიექცა ერსა მას მომავალსა და რქუა: "სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და
Line of edition: 20
ხუარან-ხუარა, საბასტანით გუშინ წამოხვედით, მალე სამე მოხვედით და დიდი სამე
Line of edition: 21
ლაშქარი ხართ, ძლიერად დალეწეთ ქალაქი ესე, და მახჳლი დაეცით, ქართა და
Line of edition: 22
ნიავთა წარგუალეთ ბნელით ჩრდილოთ-კერძო, მთათა და კედართა. აჰა, მოვიდა
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.