TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 112

Page of edition: 114 

Line of edition: 1 
   რომელსა თქუე/ნ ევლტით". და განძრა ჴელი ჯუარის სახედ და მეყსეულად / უჩინო
Line of edition: 2 
   იქმნეს ყოველნი იგი. და იქმნა დაყუდება დიდი, და დედანი იგი ნატრიდეს მას და
Line of edition: 3 
   ადიდებდეს ღმერთსა.

Line of edition: 4 
   ხოლო ვითარ-ცა ცისკარი აღეღებოდა, და მიერულა ყოველთა მათ დედათა.

Line of edition: 5 
   ხოლო მე, სიდონია, მღჳ/ძარე ვიყავ. და იგი დგა ჴელ-განპყრობით. აჰა ესე-რა, ზედა
Line of edition: 6 
   მოადგა ჭაბუკი ერთი ნეტარსა მას, ყოვლად ნათლითა შემკობილი, შებლარდნილი
Line of edition: 7 
   ცეცხლის ზეწრითა, და რქუა რა-მე სამნი სიტყუანი. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა
Line of edition: 8 
   თჳსსა, და ჭაბუკმან მან შეჰყო ჴელი სუეტსა მას და აღმართა და წარიღო სიმაღლესა
Line of edition: 9 
   შინა. და განკჳრვებული მივეახლე მას და ვარქუ ესრეთ: "დედოფალო, რა არს ესე?"
Line of edition: 10 
   ხოლო მან მრქუა: "მოიდრიკე თავი ქუეყანად", და ტირილად იწყო ზარისა მისგან.

Line of edition: 11 
   და მცირედისა ჟამისა შემდგომად აღდგა და აღმადგინა და განვეშორენით მას ადგილსა.

Line of edition: 12 
   ხოლო დედანი ვითარ იყვნეს კიდე, იხილეს მათ-ცა სუეტი / იგი, ცეცხლის სახედ
Line of edition: 13 
   ჩამოვიდოდა და მოახლდებოდა ხარისხად მონაკუეთსა ზედა ძირსა ნაძჳსასა.

Line of edition: 14 
   ვითარ-ცა რიჟუ-რაჟუ ოდენ იყო, აღდგა მეფე გულ-გდებული ურვათაგან, მიხედნა
Line of edition: 15 
   სამოთხესა მას და დაწყებულსა ეკლესიასა, სადა-იგი მტკიცე იყო გონება მისი, / იხილა
Line of edition: 16 
   ნათელი, ვითარ-ცა ელვა აღწევნული ცად სამოთხით მისით. იწყო სრბად და მკჳრცხლ
Line of edition: 17 
   მოვიდოდა, და ყოველი სიმრავლე სახლისა მისისა და ყოველი ერი ქალაქისა მოვიდა
Line of edition: 18 
   მის თანა.

Line of edition: 19 
   / "ვითარ-ცა იხილეს საკჳრველი იგი, ნათლითა ბრწყინვალე სუეტი ჩამოვიდოდა
Line of edition: 20 
   ადგილად თჳსად, რე-ცა ვითარ-ცა ზეცით, და დადგა ხარისხსა მას ზედა, და დაემყარა
Line of edition: 21 
   ჴელით შეუხებლად კაცთაგან. და ნეტარ იყო მას ჟამსა შინა, რამეთუ, რა იგი იქმნებოდა, შიშითა და სიხარულითა აღივსო მცხეთა ქალაქი, და დიოდეს
Line of edition: 22 
   მდინარენი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.