და ძირსა ზედა აღმართეს ხე იგი კარსა ზედა ეკლესიისასა, სამხრით, სადა ბერვიდა
Line of edition: 2
ნელი ნიავი, და შლიდა ფურცელთა მის ხისათა, და ძრვიდა რტოთა მისთა. და იყო
Line of edition: 3
ხილვა მისი შუენიერი, ვითარ-ცა სმენით ვიცით, ხისა მის ალვისა.
Line of edition: 4
ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა. და დაადგრა ხე იგი ეგრეთ
Line of edition: 5
დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარ-ცა დგა
Line of edition: 6
ძირსა-ვე ზედა მისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი
Line of edition: 7
შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.
Line of edition: 8
მაშინ თუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე, და შჳდსა ამის თჳსასა აღმართნეს
Line of edition: 9
ჴელის დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა,
Line of edition: 10
და იყვნეს ეკლესიასა შინა. იხილა ყოველმან ერმან ქალაქისამან ყოველთა
Line of edition: 11
მათ დღეთა: აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით და მისა / გარემოს, მსგავსად
Line of edition: 12
გჳრგჳნისა ვარსკულავისათა, და დაადგრის ეკლესიასა ზედა ვიდრე განთიადმდე. და
Line of edition: 13
რიჟუ-რაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავალით
Line of edition: 14
და ერთი დასავალით; და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ, ნელიად-ნელიად,
Line of edition: 15
განვიდის მიერ კერძო არაგუსა, და დადგის ბორცუსა მას ზედა კლდისასა,/ ზემო-კერძო
Line of edition: 16
ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოაცენეს ცრ/ემლთა წმიდისა ნინოსთა, და მუნით
Line of edition: 17
აღიმაღლის ზეცად. და ესრეთ მრავალ-გზის იხილა ყოველმან ერმან მაცხოვარება
Line of edition: 18
ღმრთისა ჩუენისა. მაშინ იწყეს კითხვად ნეტარისა ნინოსა, თუ "რა არს, რომელ
Line of edition: 19
გამოვალს ბრწყინვალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავალით და ერთი დასავალით".
Line of edition: 20
ხოლო მან თქუა: "განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალით
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.