მას ჟამსა რევის, ძესა მეფისასა, ესუა ყრმა-წული. მცირე, და იყო სნეულ, და
Line of edition: 2
მიწევნულ იყო სიკუდილად. რამეთუ იგი ოდენ მხოლო ესუა მათ, მოიღო და დადვა
Line of edition: 3
იგი წინაშე ჯუარისა და ცრემლით იტყოდა: "უკეთუ მომიბოძო ყრმა ესე ცოცხალი,
Line of edition: 4
აღვაშენო კუბო / საყუდელად შენდა". და მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმა იგი, და განკურნებული
Line of edition: 5
და განცოცხლებული წარიყვანა. მერმე მოვიდა აღნათქუამისა აღმასრულებელად
Line of edition: 6
და ყო მადლისა მიცემა დიდითა სიხარულითა. და გულ-მოდგინებით აღაშენა კუბო
Line of edition: 7
ჯუარისა მცხე/თისა რევ, ძემან მეფისამან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის
Line of edition: 8
აღნათქუამი იგი მსხუერპლისა. და მიერითგან უფროს მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი
Line of edition: 9
და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა
Line of edition: 10
იყო ვინ-მე მამაკაცი ჭაბუკი, და ორნი-ვე თუალნი დასდგომოდეს. / ჯდა იგი წინაშე
Line of edition: 11
ჯუარსა ქრისტესსა, და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი: ხედვიდა და
Line of edition: 12
ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა.
Line of edition: 13
მერმე დედა-კაცი ვინ-მე იყო, მარადის გუემული სულისაგან უკეთურისა ეგე-ოდენ,
Line of edition: 14
რომელ ძალი და გონება მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა თჳსსა დაიპებდა.
Line of edition: 15
და ვითარ მოიყვანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხჳვეს, შემდგომად თორმეტისა დღისა
Line of edition: 16
განიკურნა და თჳსითა ფერჴითა წარვიდა. და ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-ცემდა
Line of edition: 17
პატიოსანსა ჯუარსა.
Line of edition: 18
და კუალად იყო ყრმა ვინ-მე მცირე: მეყსეულად დაეცა და მოკუდა. / აღიღო იგი
Line of edition: 19
დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმა იგი მომწყდარი, დილითგან მიმწუხრადმდე.
Line of edition: 20
ხოლო დედა მისი / ტირილით ილოცვიდა წინაშე ჯუარსა, და სხუანი ეტყოდეს:
Line of edition: 21
"წარიღე, დედა-კაცო, და დამარხე, რამეთუ მომკუდარ არს, და ნუ-ღა-რა აწყინებ".
Line of edition: 22
ხოლო მან არა წარიკუეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობელად ტიროდა
Line of edition: 23
და ილოცვიდა. ხოლო მწუხრის ჟამსა სულიერ იქმნა და თუალნი აღეხილნეს.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.