TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 122

Page of edition: 124 

Line of edition: 1 
   და შემდგომად შჳდისა დღისა განიკურნა, და განცოცხლებული წარიყვანა ყრმა იგი
Line of edition: 2 
   დედამან მისმან. და ადიდებდა ღმე/რთსა.

Line of edition: 3 
   იხილეს რა სასწაული და კურნება ყოვლად წმიდისა ჯუარისა, მრავალნი უშვილონი
Line of edition: 4 
   მოვიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილ-მრავალ იქმნებოდეს, და
Line of edition: 5 
   შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა თუ რომელნი მოვიდიან მათ ოდენ მიიღიან
Line of edition: 6 
   კურნება, არამედ რომელნი შორით ილოცვიდიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუეს-ვე შეწევნითა
Line of edition: 7 
   მისითა მიიღიან მადლი, მძლე ექმნებიან მტერთა და მოსწრაფედ მოვიდიან
Line of edition: 8 
   შეწირვად მადლისა.

Line of edition: 9 
   მრავალნი უკუე უღმრთონი ჭირსა შთაცჳვიან, და რაჟამს ხადოდიან / წმიდასა
Line of edition: 10 
   ჯუარსა, მუნქუეს-ვე განერიან ჭირისაგან და მოვიდოდიან შემთხუევად პატიოსნისა
Line of edition: 11 
   ჯუარისა, და მსწრაფლ ნათელ-იღიან და ადიდებდიან პატიოსანსა ჯუარსა. მრავალნი
Line of edition: 12 
   უკუე, მრავალსა ჭირსა შთაცჳვნულნი, ძალითა პატიოსნისა ჯუარისა/თა განიკურნებოდეს
Line of edition: 13 
   პირად-პირადთაგან სატანჯველთა, მოივლტიედ ვედრებად და მყის განიკურნებიედ
Line of edition: 14 
   მოდღენდელად-დღედმდე და ადიდებდეს მამას, და ძესა, და წმიდასა სულსა.

Line of edition: 15 
   წიგნი
Line of edition: 16 
   რომელი მოუწერა პატრიაქმან ჰრომისამან და ბრანჯთა მეფემან ნინოს
Line of edition: 17 
   და მეფესა მირიანს და ყოველსა ერსა ქართლისასა
Line of edition: 18 
   მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოს და მეფესა
Line of edition: 19 
   და ყოველსა ერსა ქართლისასა. და მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.