კურთხევისა მიცემად, და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა
Line of edition: 2
ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრ/ანჯთა მეფისა ნინოს-ცა თანა: რამეთუ მამისა მისისაგან
Line of edition: 3
ნათელ-ეღო ბრანჯეთს. და ესე ყოველი მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით,
Line of edition: 4
ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთჳს
Line of edition: 5
სანატრელი წიგნი მოუწერა, რათა-მცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი / სუეტისა მის
Line of edition: 6
და მაყულოვნისა, და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი
Line of edition: 7
იგი ბრანჯმან დიაკონმან, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, და განკჳრვებული
Line of edition: 8
ადიდებდა ღმერთსა; წარიღო წიგნები და წარვიდა.
Line of edition: 9
მაშინ რქუა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: "მნებავს ესრეთ, რათა
Line of edition: 10
იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩე/მი ფეროზ, და დავამონნეთ
Line of edition: 11
ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა". მაშინ რქუეს: "არა ბრძანებულ
Line of edition: 12
არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ
Line of edition: 13
გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან
Line of edition: 14
განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.
Line of edition: 15
და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან
Line of edition: 16
ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს / წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა
Line of edition: 17
სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა.
Line of edition: 18
/და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ.
Line of edition: 19
ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა
Line of edition: 20
მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.