TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 124

Page of edition: 126 

Line of edition: 1 
   გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო
Line of edition: 2 
   მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი / და გარდავიდეს
Line of edition: 3 
   თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა
Line of edition: 4 
   მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და
Line of edition: 5 
   შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და
Line of edition: 6 
   რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე.

Line of edition: 7 
   ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარ-ცა
Line of edition: 8 
   მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მო/ვიდოდეს
Line of edition: 9 
   მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა / მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ
Line of edition: 10 
   დასნეულდა მუნ; და ვითარ-ცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან,
Line of edition: 11 
   რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა.

Line of edition: 12 
   ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო
Line of edition: 13 
   წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა
Line of edition: 14 
   მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა
Line of edition: 15 
   ნინოსსა, ვითარ-ცა / პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა
Line of edition: 16 
   მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს
Line of edition: 17 
   ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი
Line of edition: 18 
   თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა
Line of edition: 19 
   მკურნალისა ჴელოვანისა.

Line of edition: 20 
   და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერის-თავნი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.