და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ "ვინა ანუ სადათ მოხვედ ამა ქუეყანასა მაცხოვრად
Line of edition: 2
ჩუენდა, / ანუ სადათ-მე იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩუენ საქმე შენი. რასა
Line of edition: 3
იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გჳს/წავიეს შენ მიერ,
Line of edition: 4
ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად
Line of edition: 5
მოციქულნი თორმეტნი და სხუანი სამოცდაათნი, და ჩუენდა არა-ვინ მოავლინა ღმერთმან,
Line of edition: 6
გარნა შენ, და ვითარ იტყჳ, ვითარმედ ტყუე ვარი მე, ანუ ვითარ უცხო".
Line of edition: 7
/ მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოებისანო,
Line of edition: 8
მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარ-ცა პირველთა მათ დედათა,
Line of edition: 9
ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა
Line of edition: 10
მჴევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა,
Line of edition: 11
და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი
Line of edition: 12
და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა
Line of edition: 13
სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".
Line of edition: 14
მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყო
Line of edition: 15
სიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი,
Line of edition: 16
რომელი / ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა
Line of edition: 17
მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ
Line of edition: 18
იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა
Line of edition: 19
ქრისტესსა. / და შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით
Line of edition: 20
მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა
Line of edition: 21
წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.