მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი,
Line of edition: 2
მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი
Line of edition: 3
ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან,
Line of edition: 4
შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი
Line of edition: 5
იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა
Line of edition: 6
მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.
Line of edition: 7
და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღმრთივ-განბრძნობილმან მირიან მეფემან, განამტკიცა
Line of edition: 8
ყოველი ქართლი და ჰერეთი / სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა
Line of edition: 9
ღმრთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; და განმტკიცდეს სრულსა
Line of edition: 10
სარწმუნოებასა ზედა.
Line of edition: 11
მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე / მირიანისი, რომელსა
Line of edition: 12
ერქუა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა
Line of edition: 13
ესრეთ: "მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ
Line of edition: 14
ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე
Line of edition: 15
შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან
Line of edition: 16
იცან შენ სამება ერთარსება,
Line of edition: 17
ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე / შენგან მძევალი,
Line of edition: 18
არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა
Line of edition: 19
შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი
Line of edition: 20
მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა
Line of edition: 21
ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი
Line of edition: 22
შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი
Line of edition: 23
მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღ/მერთმან დამბადებელმან ეშმაკი
Line of edition: 24
მაცთური საზღვართაგან შენთა".
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.