ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა; არა სადა
Line of edition: 2
აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და ყოვლითა-ვე იქცეოდა უსჯულოდ.
Line of edition: 3
ამის-ზე გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერის-თავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა
Line of edition: 4
ზედა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისსა მოციქული
Line of edition: 5
და რქუეს, რათა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განახუნენ / კარნი
Line of edition: 6
კავკასიანთანი, და გამოიყვანნენ ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი
Line of edition: 7
თჳსნი-ცა ეტყოდეს წინა-აღდგომასა სპარსთასა. არა ისმინა არ-ცა სომეხთა,
Line of edition: 8
არ-ცა წარჩინებულთა თჳსთა. რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში: უკუ-ჯდა იგი ჴევსა
Line of edition: 9
კახეთისასა, და აღაშენა ციხე ჴიდარს, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა,
Line of edition: 10
რათა დამალნენ ჯუარნი.
Line of edition: 11
და მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოჴრეს სომხითი, და შემოვიდეს
Line of edition: 12
ქართლს, / და აღაშენა ერის-თავმან სპარსთამან ტფილისის კართა შო/რის ციხედ
Line of edition: 13
მცხეთისად. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშჳდობა. ხოლო ერის-თავმან
Line of edition: 14
სპარსთამან რქუა მას: "პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა
Line of edition: 15
სპარსეთისაგანთა არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა
Line of edition: 16
მეფეთანი და სხენან საყდართა მამათა მათთასა; და თქუენდა კმა არს ქართლი, რომელნი
Line of edition: 17
ნაშობნი ხართ მჴევლისანი. გაქუნდეს უკუე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ
Line of edition: 18
მეფეთა ხუასროვანთა".
Line of edition: 19
მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერ-ღა-რა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა მისცა რანი და
Line of edition: 20
მოვაკანი, / და განუკუეთა ხარკი, ხოლო ერის-თავმან სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა
Line of edition: 21
და წარვიდა. და მიერითგან იქმნნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი.
Line of edition: 22
და ამისა შემდგომად განდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.