ჰყოფდა, მეთევზურთა განუმარჯუებდა. ხოლო მისცა ღმერთმან მადლი წინასწარმეტყუელებისა
Line of edition: 6
და სულისა წმიდისა ხილვისა. რამეთუ სული მამისა ესაიასი და მამისა ზენონ სკიტელისა
Line of edition: 7
ჴორცთაგან რა განვიდეს, იხილნა ზეცად აღმავალნი.
Line of edition: 8
ამისა შემდგომად სცნა განსლვა თჳსი ჴორცთაგან და ყოველთა აუწყა. ხოლო ძმამან ვინ-მე
Line of edition: 9
ათანასე იხილა ჩუენება პეტრესთჳს, რამეთუ წმიდანი ევედრნეს ღმერთსა: "პეტრე ქართველისა
Line of edition: 10
ბრძანე მოყვანებად ჩუენდა, რამეთუ ფრიად ტანჯნა ჴორცნი თჳსნი". და შემდგომად ათისა
Line of edition: 11
დღისა უბრძანა მოსლვად მისსა ამისა შემდგომად ათ დღე ილოცვიდა სენაკსა თჳსსა. და გამოვიდა
Line of edition: 12
მეათესა დღესა და შესწირა წმიდა / მსხუერპლი, და ეზიარა წმიდათა საიდუმლოთა, და
Line of edition: 13
სხუანი-ცა აზიარნა და აკურთხნა და მშჳდობა მისცა. შევიდა სენაკად, მიწვა და დაიძინა ძილი
Line of edition: 14
თჳსი, თუესა დეკემბერსა ორსა. და იხილეს წმიდათა კაცთა ვიეთ-მე წმიდა სული მისი რომელ
Line of edition: 15
შეჰყვანდათ სიმრავლესა წმიდათასა, გალობითა და დიდებითა, რომელთა წანა-უპირობდა მღდელ-მოწამე
Line of edition: 16
პეტრე ალექსანდრიელი და მრავალნი სნეულნი განიკურნეს, რომელნი შეეხნეს წმიდასა
Line of edition: 17
გუამსა მისსა, რომელი ცხოვრებასა შინა მისსა წერილ არს.
Line of edition: 18
ხოლო ამის ნეტარისა ფრიადი ქება აღეწერა გრიგოლ დიალოღოსსა, წმიდასა პატრიაქსა
Line of edition: 19
ჰრომისასა, წიგნსა შინა თჳსსა.
Line of edition: 20
ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.}
Line of edition: 21
და უშვნა რევის ძის-წულმან ორნი ძენი, რომელთა სახელები ერქუა მირდატ და
Line of edition: 22
თრდატ; ერთი უშვა ფეროზის ძის-წულმან, რომელსა ერქუა ფარსმან.
Line of edition: 23
ესე ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა
Line of edition: 24
ერისაგან განცხადებად სჯულისა ს/იძულილისა, რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი
Line of edition: 25
და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყვნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.