ხოლო მიენიჭნეს მას მადლნი ღ(მრ)თისა მიერ სნეულთა კურნებისანი, რომელი წერილ არს
Line of edition: 2
სრულსა ცხოვრებასა მისსა. და ღამესა განცხადებისასა მდგომარე იყო შვილად, და რქუა მსახურსა
Line of edition: 3
თჳსსა მოღებად ზეთი აღსანთებელად კანდლისა. ხოლო მან შეურაცხ ყო მურვანოს და
Line of edition: 4
აყუედრა: "მეფისა ძე ხარ და არა გსურის სამეფოთათჳს, და ვითარ-ცა მონაზონი იყოფები მშიერი
Line of edition: 5
კჳრიაკით კჳრიაკედმდე":
Line of edition: 6
ხოლო მურვანოს აღანთო წყალი კანდელსა შინა, თჳნიერ ზეთისა, და ილოცვიდა ეგრე:
Line of edition: 7
რამეთუ შჳდ-ღამე ენთებოდა კანდელი იგი წყალსა მას შინა. და ეჩუენა უფალი იე/სო ქრისტე
Line of edition: 8
და აღუთქუა მის თანა ყოფა მარადის და მრავალი სასწაული აღასრულა კანდლისა მის მიერ
Line of edition: 9
ცხებითა სნეულთათა.
Line of edition: 10
ხოლო საჭურისი ვინ-მე იყო მეფისა. რომელი-ესე ორნი-ვე შეითქუნეს წარსლვად. სცნა
Line of edition: 11
მეფემან თევდოსი და დაუდგინნა მცველნი. ხოლო წინამძღურებითა უფლისათა განვლეს ღამე
Line of edition: 12
და წარვიდეს. რამეთუ სუეტი ნათლისა წინაუძღოდა მათ, ვითარ-ცა ისრაელთა, და ჴმა ესმათ
Line of edition: 13
სუეტით გამო: "რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა". და პოვეს ნავი და ვლეს
Line of edition: 14
რა-ოდენი-მე დღენი. ხოლო ქალაქსა ერთსა შინა შეპყრობილ იქმნეს ვისგან-მე და შეიყენნეს
Line of edition: 15
საპყრობილესა. ხოლო მას ღამესა იქმნა ძრვა და მეხის-ტეხა, და ელვა ფრიადი და მთავარსა
Line of edition: 16
მას ქალაქისასა დაადგა კაცი ვინ-მე, საშინელებით ეტყოდა: "განუტევენ მონანი ღ(მრ)თისანი.
Line of edition: 17
უკეთუ არა, დაიქცევის ქალაქი ესე". და ესრეთ შეძრწუნებულმან განუტევნა.
Line of edition: 18
ამისა შემდგომად მოვიდეს იერუსალემად. და მუნ იყო ვინ-მე მეფე ჰრომისა სამთავროთ
Line of edition: 19
მოსრული, სახელით პინინოს, და მეუღლე მისი, რომელთა დაეტევათ სოფლისა სიცბილი და მუნ
Line of edition: 20
იყოფოდეს. რამეთუ მონაზონ იქმნნეს და აღაშენნეს ორნი მონასტერნი, რომელნი თჳთოეულნი
Line of edition: 21
მუნ იყოფოდეს. და ამათ მიერ შეწყნარებულ იქმნეს. / შემდგომად ამისსა საფლავსა უფლისასა
Line of edition: 22
მიიწივნეს, და მუნ აღკუეცილ იქმნეს მონაზონებად: და უწოდეს მურვანოსს პეტრე, ხოლო
Line of edition: 23
საჭურისსა იოვანე, რომელთა ღუაწლნი და შრომანი გამოუთქმელ არიან. და აღაშენნეს მონასტერნი
Line of edition: 24
და ქსენონი.
Line of edition: 25
ამისა შემდგომად გამოსცადა ეშმაკმან პეტრე და აყუედრა მამულთა სამეფოთა დატევება,
Line of edition: 26
და მონაზონებითა არა კეთილად ცხოვრება. ხოლო მან შერისხა და განაძო. ამისა შემდგომად
Line of edition: 27
გამოეცხადა კუალად ქრისტე, და აჩუენა ცათა შინა ეკლესია და ერგასისნი კაცნი მგალობელნი,
Line of edition: 28
შუენიერნი ხილვითა. და აღუთქუა დიდება საუკუნო.
Line of edition: 29
და ანასტასი პატრიაქისა მიერ იძულებით მღდელად ჴელ-დასხეულ იქმნა. შემდგომად განვიდა
Line of edition: 30
უდაბნოთა და აღაშენ[ნ]ა მუნ-ცა მონასტერნი. პირსა იორდანესსა, მჯდომი მძჳნვარე განკურნა.
Line of edition: 31
მოვლნა ყოველნი უდაბნონი ეგჳპტისა და სკიტი/სანი, და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა.
Line of edition: 32
კუალად მონასტერსა და ქსენონსა თჳსსა მოიქცა, და სიყმილსა შინა საფქვილე, საცერცვე,
Line of edition: 33
საზეთე და საღჳნე - ყოველნი-ვე ჭურჭელნი ლოცვითა თჳსითა აღავსნა.
Line of edition: 34
/ მას ჟამსა აღესრულა ეპისკოპოსი მოამისა, და შეკრბეს კაცნი მის ქალაქისანი და
Line of edition: 35
გამოითხოვეს პეტრე ქართველი. ხოლო მან არა თავს-იდვა, რათა-მცა უსმინა პატრიაქსა, არამედ
Line of edition: 36
ენება თავისა გარდაგდება სიმაღლისაგან და ეგრეთ წარტოლვა სხუათა ადგილთა. არამედ
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.