TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 131

Page of edition: 133 

Line of edition: 1 
   გულის-ხმის-ყოფით აღმოიკითხავნ და იწურთინ დღე და ღამე: რამეთუ ფრთხილ იყო და მახჳლ
Line of edition: 2 
   გონებითა, და მადლი ღმრთისა იყო მას ზედა.

Line of edition: 3 
   ჟამთა მცირისა თეოდოსი ბერძენთა მეფისათა იქმნა მტერობა ბერძენთა შორის და სპარსთა;
Line of edition: 4 
   და მეფემან თეოდოსი, მოშიშმან ნუ უკუე შეერთნენ ქართველნი სპარსთა და იძლინენ ბერძენნი,
Line of edition: 5 
   ამისთჳს-ცა მოსთხოვა სიყუარული ქართველთ მეფესა, და უმეტესისა სიმტკიცისათჳს მძევალნი-ცა
Line of edition: 6 
   სთხოვნა. ხოლო რათა არა განიწვალნენ ქართველნი ბერძ/ენთაგან, მოველი სათხოველი ბერძენთა
Line of edition: 7 
   მეფისა აღუსრულა მეფემან ქართველთამან, და წარმოავლინა ძე თჳსი მურვანოს, ათოთხმეტისა
Line of edition: 8 
   წლისა, მძევლად, ქალაქად კოსტანტინეპოლედ, სხუათა თანა სეფე-წულთა, მრავლითა
Line of edition: 9 
   პატივითა და დიდებითა.

Line of edition: 10 
   და ვითარ-ცა მიიწინეს და ცნა მეფემან თეოდოსი, მრავლითა მლევანებითა აღიყვანა სამეუფოდ
Line of edition: 11 
   პალატად. და ხილვასა-ვე თანა, ვითარ-ცა ღ(მრ)თივ მონიჭებული ძე მათი, ესრეთ სურვილით
Line of edition: 12 
   და სიყუარულით და ამბორის-ყოფით მოიკითხეს მეფემან თეოდოსი და მეუღლემან მისმან ევდუკია,
Line of edition: 13 
   ყოვლისა თანა სამეუფოსა მათისა
Line of edition: 14 
   ვითარ-ცა იხილა ყრმამან მან მურვანოს მეფე და დედოფალი და ყოველი პალატი, რამეთუ
Line of edition: 15 
   იყვნეს დიდსა შინა ღ(მრ)თის-მსახურებასა მარხვითა ლოცვითა, გლახაკთ-მოწყალებითა, ამან
Line of edition: 16 
   უფროსად განამრავლა მოღუაწება: მარხვა ფრიადი, მღჳძარება უზომო, ლოცვა დაუცხრომელი,
Line of edition: 17 
   გლახაკთ-მოწყალება, სიმშჳდე, სიყუარული, სახიერება, მოთმინება და ყოველნი-ვე ნაყოფნი
Line of edition: 18 
   სულისანი შეიტკბნა, რომელ არიან წმიდანი სათნოებანი, სიტყჳსაებრ წმიდისა მოციქულისა.

Line of edition: 19 
   ხოლო უმეტეს და უაღრეს ყოვლისა მოიგო სიწმიდე სულისა და ჴორცთა, ვითარ-ცა დიდმან
Line of edition: 20 
   იოსებ. / ხოლო მცირეთა ჟამთა ისწავა ენა ბერძული, და ყოველი-ვე სწავლულება საეკლესიო და
Line of edition: 21 
   საპილოსოფოსო. ეგრეთ-ვე წარვიდა რა იერუსალემად, საფლავსა უფლისასა მიიწია, და მუნ
Line of edition: 22 
   აკვეცილ იქმნა მონოზნებად, და უწოდეს სახელით პეტრე. ისწავა ენა და სწავლულება ასურებრივი,
Line of edition: 23 
   ვიდრემდის უკჳრდა ყოველთა სიფრთხილე და სიმახჳლე გონებისა მისისა. ხოლო
Line of edition: 24 
   დღითი-დღე პალატით მოცემულსა როჭიკსა გლახაკთა განუყოფდა, ემოსა ფლასი ფიცხელი და
Line of edition: 25 
   მქისე ქუეშე-კერძო სამეუფოთა სამოსელთა. იმარხავნ იგი ორ-ორით, სამ-სამით და უფროს-ღა
Line of edition: 26 
   შჳდეულით. რამეთუ იყო დიდი წმიდა წინაშე ღ(მრ)თისა, და იქმნა / ჩუენებითა და ბრძანებითა
Line of edition: 27 
   ქ(რისტე)სითა ეპისკოპოს მოჰამისა, რამეთუ არა-ვინ შემძლებელ იყო ქებად მისსა, გარნა გრიგოლი
Line of edition: 28 
   დიალოღი, პატრიაქი რომისა, რომელ აღწერა ქება მისი წიგნსა შინა თჳსსა.}
Line of edition: 29 
   {ჩანართი}
Line of edition: 30 
   {ხოლო ამას ანგელოზისა ხარებითა მოენიჭა ძე, რომელსა უწოდეს მურვანოს. ესე მურვანოს
Line of edition: 31 
   საშოთგან-ვე დიდი წმიდა იქმნა, ვითარ-ცა წინა-მორბედი, და ყოველი-ვე საღმრთო
Line of edition: 32 
   წერილი დაისწავლა. და წარემატებოდა ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღ(მრ)თისა.

Line of edition: 33 
   ვითარ იქმნა ათორმეტისა წლისა, მაშინ ბერძენთა მეფე თეოდოსი მცირე შეშინებულ
Line of edition: 34 
   იქმნა, რათა არა მიერთნენ ქართველნი სპარსთა, და სთხოვა ვარაზ-ბაქარს მურვანოს მძევლად.

Line of edition: 35 
   და წარიყვანა კოსტანტინეპოლედ და ვითარ-ცა ძესა თჳსსა ზრდიდა ფუფუნებითა დიდითა. ხოლო
Line of edition: 36 
   მურვანოსს არა-რა ეურვებოდა სოფლისა ამის დიდებისათჳს, არამედ შესძინა ლოცვასა და მარხვასა
Line of edition: 37 
   და სიწმიდით ცხოვრებდა. და შეიმოსა შინაგან, ჴორცთა თჳსთა ზედა, ფლასი თხის ბალნისა,
Line of edition: 38 
   და მით აჭირვებდის ჴორცთა თჳსთა. და მსწრაფლ ისწავა ენა ბერძული და ას/ურებრივი,
Line of edition: 39 
   და ფილოსოფოსობა სრული, ვიდრე ყოველთა უკჳრდა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.