TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 130

Page of edition: 132 

Line of edition: 1 
   მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სუეტისაგან შექმნა ჯუარი ზომიერი და რომელი
Line of edition: 2 
   დარჩა სუეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა, და აღამაღლა
Line of edition: 3 
   ქვითკირი პირველ სუეტისა ოდნად; და თავსა მის სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი,
Line of edition: 4 
   ძელი განმაცხოველებელი. და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად
Line of edition: 5 
   აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის-ზე მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და
Line of edition: 6 
   დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი. და მ/ოკუდა მირდატ მეფე.

Line of edition: 7 
   მეოცდაშვიდე მეფე, ვარაზ-ბაქარ, ძე მირდატისი. ხოსროიანი
Line of edition: 8 
   და დაჯდა მეფედ ძე მისი ვარაზ-ბაქარ. და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი - ასული
Line of edition: 9 
   თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძის-წულისა; და ერთი - ძის-წული ფეროზისი,
Line of edition: 10 
   მირიანის ასულის-წულისა.

Line of edition: 11 
   {ჩანართი}
Line of edition: 12 
   {/ იყო ესე უშვილო, რამეთუ არა ესუა ძე-წული, და ვედრებინ ღმერთსა მარხვითა და
Line of edition: 13 
   მჴურვალედ ვედრებითა, რათა ღირს იქმნეს იგი მიცემად ძისა, რომლისა-ცა მიმთხუევად ღირს
Line of edition: 14 
   იქმნა. რამეთუ ჟამსა რომელსა-მე მომავალი ქუეყანათაგან სამეფოდ მისდა, მცხეთად, მწუხრი
Line of edition: 15 
   დაივანა კიდესა დიდისა მის მდინარისასა, რომელსა მტკუარ ეწოდების. და ვითარ-ცა აღასრულა
Line of edition: 16 
   მწუხრისა ლოცვა. რათა მიიძინოს, რამეთუ თჳნიერ ლოცვისა არა-ოდეს ისერის არ-ცა მიიძინის,
Line of edition: 17 
   ამას ლოცვასა შინა გამოუჩნდა ანგელოზი ნათლისა ბრწყინვალე, რომლისა ხილვასა შეშინდა
Line of edition: 18 
   მეფე. ხოლო მან რქუა: "ნუ გეშინინ, ჵ მეფე, რამეთუ შეისმეს ვედრებანი შენნი წინაშე
Line of edition: 19 
   ღმრთისა, და მოგეცეს ძე, რომელი იყოს დიდ და სრულ წინაშე ღმრთისა და კაცთა, და მრავალნი
Line of edition: 20 
   ერნი ღმრთისა[დ] მოაქცივნეს". და ვითარ-ცა განიღჳძა მეფემან, მხიარული სულითა
Line of edition: 21 
   ადიდებდა ღმერთსა.

Line of edition: 22 
   და შემდგომად მცირედისა მიუდგა ცოლი მეფისა და უშვა მას ძე, და დიდი სიხარული
Line of edition: 23 
   ყვეს მეფემან, მოვლით სამეუფოთ მისით-ურთ, ჟამსა მას შობისა მისისასა და ნათელ-სცეს სახელითა
Line of edition: 24 
   წმიდისა სამებისასა, და უწოდეს სახელად მურვანოს. ესრეთ ანგელოზისა ხარებითა იშვა
Line of edition: 25 
   წმიდა ესე, ვითარ-ცა სამოელ და ერემია. და საშოთაგან-ვე წმიდა იქმნა, ვითარ-ცა დიდი წინა-მორბედი. და
Line of edition: 26 
   ვითარ მიეცა სასწავლოდ, მცირედთა ჟამთა დაისწავლა ყოველი-ვე წერილი, და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.