TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 129

Page of edition: 131 

Line of edition: 1 
   თავადმდე აბოცისა. მაშინ-ღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან. და მოირთეს ძალი
Line of edition: 2 
   ხუასროთაგან და ეწყუნეს სომეხთა ჯავა/ხეთს: სძლეს და აოტნეს სომეხნი.

Line of edition: 3 
   მაშინ მეფემან ბაქარ, შუა-მდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფი/სათა,
Line of edition: 4 
   დაწერა ჴელით-წერილი ძმის-წულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან ესრეთ,
Line of edition: 5 
   ვითარმედ: "ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა.

Line of edition: 6 
   მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა".

Line of edition: 7 
   მაშინ-ღა მოიყვანნა ძმის-წულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს
Line of edition: 8 
   ერის-თავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისი/სანი დიდსა სარწმუნოებასა
Line of edition: 9 
   შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა
Line of edition: 10 
   ეკლესიათა მსახურებად. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა. მოკუდა და დაეფლა ძმასა-ვე
Line of edition: 11 
   თჳსსა თანა.

Line of edition: 12 
   მეოცდაექუსე მეფე, მირდატ. ძე ბაქარისი. ხოსროიანი
Line of edition: 13 
   და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან
Line of edition: 14 
   აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ჴევსა კლარჯეთისასა არა იყო
Line of edition: 15 
   ეკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღდელნი მოძღურად კლარჯთა. და მატა შემკობა და
Line of edition: 16 
   შენება ერუშეთისა და წუნდისა / ეკლესიათა.

Line of edition: 17 
   მაშინ ამის მირდატის მეფობასა იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილის
Line of edition: 18 
   გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადა-ცა
Line of edition: 19 
   იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისა. და არა აყენებ/და მირდატ მეფე
Line of edition: 20 
   ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმან-ცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერ იჩინა
Line of edition: 21 
   და თქუა: "მინიჭებულ არს უფლისაგან და ჯერ არს სუეტისა მის ღმრთივ-აღმართებულისა
Line of edition: 22 
   ქმნა სახედ ჯუარისა". და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნ/აწილი
Line of edition: 23 
   სუეტისა ცხოველისა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.