TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 128
Page of edition: 130
Line of edition: 1
ცხოვრება მოიგო. და სადა პოვნე ვნებანი იგი ცეცხლისანი კერპნი, ცეც/ხლითა
Line of edition: 2
დაწუენ, და ნაცარი შეასუ რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთა-ცა შენთა ამცენ,
Line of edition: 3
რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათა-ცა შინა-ვე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ
Line of edition: 4
გულითა შენითა, და თავი შენი შევედრე ძესა ღმრთისასა, პირველ ჟამთა შობილსა,
Line of edition: 5
და განკაცებულსა, და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა. და წარძღუანებითა პატიოსნისა
Line of edition: 6
ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარ-ცა აქუს ჩუეულება გულითა მოსავთა მისთა. და
Line of edition: 7
პატივს-ცემდი სუეტსა მას ცხოველსა ღმრთივ-აღმართებულსა, და იყავნ ყოვლითურთ
Line of edition: 8
სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა
Line of edition: 9
ზედა სამებისასა".
Line of edition: 10
და მოაყვანებინა ჯუარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველითგან აქუნდა,
Line of edition: 11
და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფო ჯუარსა მას. და მოიყვანა ძე თჳსი ბაქარ. და თავსა
Line of edition: 12
მისსა გამოსახა .სახე ჯუარისა; და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დადგა თავსა ძისა /
Line of edition: 13
თჳსისასა. და აღეს/რულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა
Line of edition: 14
სუეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივ-აღმართებულისა
Line of edition: 15
მის სუეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი, და დაეფლა
Line of edition: 16
მას-ვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო.
Line of edition: 17
მეოცდახუთე მეფე, ბაქარ, ძე მირიანისი. ხოსროიანი
Line of edition: 18
და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარ-ცა მამა მისი. და ამან
Line of edition: 19
მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა. და შთავარდა
Line of edition: 20
შორის მისსა და სომეხთა მტ/ერობა. რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმის-წულის,
Line of edition: 21
რევის ძისა, თრდატ სომეხთა მეფის ასულის-წულის მეფობასა ლამოდეს ქართლსა.
Line of edition: 22
ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამის ძმის-წულსა მისსა, დაემოყურა და
Line of edition: 23
გაუცვალა ქუეყანა დისიძესა მისსა ფეროზს. რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად
Line of edition: 24
მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე
Copyright
TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.