TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 139

Page of edition: 141 

Line of edition: 1 
   მამა მისი; და იყო იგი ქუელი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად
Line of edition: 2 
   სპარსთა, შესლვად და ტყუენვად რანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო
Line of edition: 3 
   მეფე სპარსთა, და ბრძოდა იგი ინდოთა და / სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ
Line of edition: 4 
   იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა რანისა და მოვაკანისათა და ადარბადაგანისათა
Line of edition: 5 
   ემძლავრებოდეს ქართველნი. წინა-მძღუარ ექმნის მირდატ სპათა მამისა
Line of edition: 6 
   თჳსისათა, და მარადის ტყუენვიდის რანსა და მოვაკანსა.

Line of edition: 7 
   მას ჟამსა შინა იყო რანს ერის-თავად ბარზაბოდ, და ვერა-ოდეს წინა-აღუდგებოდა
Line of edition: 8 
   იგი, არამ/ედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და შესლვასა ქართველთასა / რანს,
Line of edition: 9 
   სადა-ცა ეწყუნიან სპარსნი ნაწყუედთა ლაშქართა, მტყუენველთა ქართველთა, მარადის
Line of edition: 10 
   სპარსნი იძლეოდიან. ხოლო ბარზაბოდს, ერის-თავსა რანისასა, ესუა ასული ქმნულ-კეთილი, შუენიერი, რომელსა ერქუა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა
Line of edition: 11 
   არჩილისსა,
Line of edition: 12 
   სიშუენიერე მისი, და სმენითა სიშუენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის
Line of edition: 13 
   ზედა. მოაჴსენა მამასა თჳსსა: "ვევედრები მეფობასა შენსა, მომგუარე ცოლად ჩემდა
Line of edition: 14 
   საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩუენ შორის მშჳდობა. დაღათუ ძალითა
Line of edition: 15 
   ქრისტესითა ჩუენ ვართ მძლენი, არამედ ვერა ავიხუამთ ც/იხეთა და ქალაქთა რანისათა.

Line of edition: 16 
   ნუ უკუე იცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩუენ ზედა შური, და მოაოჴრნეს
Line of edition: 17 
   ეკლესიანი და საზღვარნი ჩუენნი. და აწ ამით განქარდეს მტერობა ჩუენ შორის;
Line of edition: 18 
   რამეთუ ჩუენთჳს რა-ცა მოვაჴსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ
Line of edition: 19 
   და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტ/კიცნეს სჯული ქრისტესი
Line of edition: 20 
   ქართლს, და არღარა შეიქმნას გულსა ქართველთასა იჭჳ და გმობა სჯულისა ქრისტესისა
Line of edition: 21 
   მძლავრებისათჳს სპარსთასა". ესე ყოველი / სიყუარულისათჳს ქალისა მირდატ წარმოთქუა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.