მაშინ არჩილ მეფემან აღუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და
Line of edition: 2
ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თჳსისა. ხოლო ბარზაბოდ განიხარა
Line of edition: 3
სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოჴრებულ იყო ქუეყანა მისი და შესჭირვებოდა:
Line of edition: 4
ითხოვა ფიცი და აღთქმა მშჳდობისათჳს და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული
Line of edition: 5
თჳსი ზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შუება და განცხრომა
Line of edition: 6
დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშჳლდე ძესა თჳსსა საერისთოთა მისითა, და მუ/ნ
Line of edition: 7
დასხდეს მირდატ და საგდუხტ.
Line of edition: 8
ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან
Line of edition: 9
მისმან მოჰგუარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა
Line of edition: 10
ჩუენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს,
Line of edition: 11
რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ყო და იცნა / სჯული
Line of edition: 12
ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან
Line of edition: 13
აღაშენა სიონი სამშჳლდისა.
Line of edition: 14
ამის არჩილის-ზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: / იონა, გრიგოლი და
Line of edition: 15
ბასილი. და ბასილისა შემდგომად ამან-ვე არჩილ დასუა ეპისკოპოსი, რომელსა ერქუა
Line of edition: 16
მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი, და აჩუენებდა იგი მართლ-მადიდებლობასა. ხოლო
Line of edition: 17
იყო ვინ-მე მოგჳ უსჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ უგრძნა არჩილ მეფემან და
Line of edition: 18
ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, არამედ ჰგონებდეს მორწმუნედ. და ვერ-ცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა
Line of edition: 19
და ერისა, არამედ ფარულად
Line of edition: 20
წერდა წიგნებსა ყოვლისა საც/თურებისასა, რომელი შემდგომად მისსა დაწუა ყოველი
Line of edition: 21
წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკუეთა კადრებისათჳს
Line of edition: 22
ვახტანგ მეფისა.
Line of edition: 23
ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულნა
Line of edition: 24
სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა, და ყოველსა ქართლსა
Line of edition: 25
შინა განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი / და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკუდა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.