<მეოცდათორმეტე მეფე, მირდატ, ძე არჩილ მეფისა. ხოსროიანი>
Line of edition: 2
და დაჯდა მეფედ მის წილ ძე მისი მირდატ და მეფობდა იგი, ვითარ-ცა მამა
Line of edition: 3
მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და
Line of edition: 4
უწოდა სახელი მისი ხუარანძე. კუალად ევედრებოდეს ღმერთსა მეფე მირ/დატ და
Line of edition: 5
დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა საგდუხტ
Line of edition: 6
მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხუასრო-თანგ, ხოლო ქართულად
Line of edition: 7
ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ამის
Line of edition: 8
ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერის-თავთა. და გამოიღეს
Line of edition: 9
ხუასტაგი დიდ-ძალი, ოქრო და ვეცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა
Line of edition: 10
ღმრთისა მი/მართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა.
Line of edition: 11
და შემდგომად ამისა მოხადა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად; და
Line of edition: 12
დღეთა მრავალთა ყო პურობა და განცხრომა, და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა
Line of edition: 13
აღზრდისათჳს ყრმისა ვახტანგისსა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან
Line of edition: 14
ვახტანგ, დიდითა ვედრებითა, ხოლო / მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ
Line of edition: 15
საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ. რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა
Line of edition: 16
სახლსა შინა აღიზარდნიან. შემდგომად ამისსა, მეექუსესა წელსა, შვა საგდუხტ
Line of edition: 17
ასული სხუა, და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდოდ
Line of edition: 18
სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან; და წარიყვანა იგი ქალაქად კასპისა, და
Line of edition: 19
იზარდებოდა მუნ. შემდგომად ამისსა წელსა მეორესა / მოკუდა მეფე მირდატ; და
Line of edition: 20
დარჩა ვახტანგ შჳდისა წლისა ყრმა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.