<მეოცდაცამეტე მეფე, ვახტანგ. ძე მირდატისი. ხოსროიანი>
Line of edition: 2
მაშინ საგდუხტ დედოფალმან, შეწუხებულმან მამისა მისისა ბარზაბოდისგან, ნუ
Line of edition: 3
უკუე შური იგოს მამამან ჩემმან ნაქმრისათჳს მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ
Line of edition: 4
ეგე/ოდენნი ბოროტნი მოეწივნეს მის ზედა, და ნუ უკუე შური იგოს ჩემ ზედა დატევებისათჳს სჯულისა, და წარწყმიდოს შვილი ჩემი, განრყუნას ქართლი
Line of edition: 5
და სჯული
Line of edition: 6
ქრისტესი წარწყმიდოს" - ესე ყოველი მოიგონა და შთავარდა მწუხარებასა შინა
Line of edition: 7
დიდსა. ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წარსლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა
Line of edition: 8
მისი. მოიყვანნა ყოველნი ერის-თავნი სპასპეტისა თანა, და ცრემლითა სიმწარისათა
Line of edition: 9
შევედრა ძე მისი სპასპეტსა / და ყოველთა ერის-თავთა.
Line of edition: 10
და წარვიდა ბარდავს მამისა თჳსისა თანა. განიღო თავი, და უყარნა მუჴლნი,
Line of edition: 11
და აღმოყარნა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა ზედა და დადვა პირი თჳსი ფერჴთა
Line of edition: 12
მისთა ზედა, დაალტობდა ფერჴთა მამისა თჳსისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან
Line of edition: 13
შეწვალებასა და არა ჴსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა, და შენდობასა
Line of edition: 14
დატევებისათჳს სჯულისა. და ევედრებოდა, რათა / არა აიძულოს დატევება ქრისტეს
Line of edition: 15
სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რათა იპყრას.
Line of edition: 16
შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წი/ნაშე.
Line of edition: 17
მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის ყოფად ქართველთათჳს, შეიწყალა
Line of edition: 18
ასული თჳსი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი
Line of edition: 19
ხოლო სჯულისათჳს ესრეთ რქუა: "იძულებით არ-ცა-ვის ქართველსა სხუასა დაგაგდებინებ
Line of edition: 20
სჯულსა ქრისტესსა, არამედ მივგზავნნე ცეცხლის-მსახურნი ქალაქსა თქუენსა
Line of edition: 21
და იყვნენ მუნა ეპისკოპოსნი მათ ზედა სჯულისა ჩუენისანი. და ვინ-ცა ქართველი
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.