TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 143

Page of edition: 145 

Line of edition: 1 
   ნებითა თჳსითა აღირჩევდეს სჯულსა ჩუენსა, / ნუ აყენებთ". მაშინ საგდუხტ ერჩდა
Line of edition: 2 
   მამასა თჳსსა შიშისაგან დიდისა, და აღუთქუა მინდობითა ღმრთისათა, და წარმოვიდა
Line of edition: 3 
   ქართლად.

Line of edition: 4 
   მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად
Line of edition: 5 
   ბინქარან, და დასხდეს მოგუთას. და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა
Line of edition: 6 
   ძალითა და შეწევნითა მამისა თჳსისათა. და მოკუდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და
Line of edition: 7 
   მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ძე-ვე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა.

Line of edition: 8 
   / და მოკუდა საურმაგ სპასპეტი, მამა-მძუძე ვახტანგისი.

Line of edition: 9 
   მაშინ მეფემან დაადგინა სხუა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ. / ხოლო ბინქარან,
Line of edition: 10 
   ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, ასწავებდა ქართველთა სჯულსა თჳსსა, არამედ
Line of edition: 11 
   არა-ვინ ერჩდა წარჩინებულთაგანი, გარნა წურილი ერი მიიქცა მრავალი ცეცხლის-მსახურებასა.

Line of edition: 12 
   და შეერია ქართლს წურილსა ერსა ცეცხლის-მსახურება ამისთჳს მწუხარე იყო
Line of edition: 13 
   საგდუხტ დედოფალი, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერას იკადრებ/და. მაშინ
Line of edition: 14 
   მოიყვანა მღდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი
Line of edition: 15 
   ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო
Line of edition: 16 
   და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინა-აღუდგა ბინქარან მაცთურსა, რამეთუ ასწავებდა ყოველთა
Line of edition: 17 
   ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი
Line of edition: 18 
   წარჩინებულნი ქართლისანი და ერი-ცა უმრავლესი, არამედ მცირედნი ვინ-მე წურილისა
Line of edition: 19 
   ერისაგანნი მიიქცეს ცეცხლის-მსახურებასა.

Line of edition: 20 
   მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხუნი
Line of edition: 21 
   და მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოჴრნეს ველნი
Line of edition: 22 
   არამედ ციხ/ე-ქალაქნი დაურჩეს, თჳნიერ კასპისა. ხოლო / კასპი ქალაქი შემუსრეს
Line of edition: 23 
   და ტყუე ყვეს, და წარიყვანეს დაჲ ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი. რომელ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.