დაურჩეს წარუტყუენველად ჴევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი,
Line of edition: 2
ჩავლეს რანისა და მოვაკანისა, წარტყუენეს იგი-ცა და განვლეს კარი დარუბანდისა,
Line of edition: 3
რამეთუ თჳთ გზა / სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯუებულნი.
Line of edition: 4
მას-ვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს
Line of edition: 5
ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე.
Line of edition: 6
მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: "განვამრავლეთ
Line of edition: 7
ცოდვა ღმრთისა მიმართ, და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი
Line of edition: 8
იოვანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხვა, რამეთუ
Line of edition: 9
მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, და მიგჳღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან,
Line of edition: 10
ვითარ-ცა მიუღო ვარაზ-ბაქარს მეფესა კლარჯეთი. და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა
Line of edition: 11
მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა
Line of edition: 12
მეფეთა ჩუენთა ცოდვისაგან იქმნა, არ/ამედ ერისა ცოდვათაგან აწ მეფე ჩუენი ყრმა
Line of edition: 13
არს, და არ გჳვის ჩუენ წინა-მძღუარი, რომელი-მცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა წარგჳძღუა ჩუენ. და ვიძიოთ ჩუენ შური პირველ
Line of edition: 14
ოვსთა
Line of edition: 15
ზედა, და შემდგომად-მცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძ/ენთაგან". ამას იტყოდეს
Line of edition: 16
ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.
Line of edition: 17
მაშინ ვახტანგ იზარდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა
Line of edition: 18
მცნებასა უფლისასა, და სიყრმისა-ვე დღეთა შეიყუარა სჯული ქრისტესი უფროს
Line of edition: 19
ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთჳს, რამეთუ შემორეოდა
Line of edition: 20
ქართლს ცეცხლის-მსახურება ტყუეობისა და საზღვართა მიხუმისაგან. და უმეტეს იურვოდა
Line of edition: 21
სჯულისათჳს გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა
Line of edition: 22
გამოცხადებად.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.