TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 145

Page of edition: 147 

Line of edition: 1 
   მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა
Line of edition: 2 
   ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი ქალაქად. და განმზადა მეფემან სახლი
Line of edition: 3 
   ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნი-ვე ეპისკოპოსნი
Line of edition: 4 
   / დასხდეს საყდართა-ვე, და / სხუანი ყოველნი ერის-თავნი დასხდეს სელებითა,
Line of edition: 5 
   და ათასის-თავნი და ასის-თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე.

Line of edition: 6 
   მაშინ მეფემან, ვითარ-ცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარ-ცა აღზრდილმან
Line of edition: 7 
   ფილოსოფოსთა თანა, იწყ/ო ზრახვად ჴმითა მაღლითა და თქუა: "მეფეთა და ერთა
Line of edition: 8 
   ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ
Line of edition: 9 
   მსახურება ღმრთისა და გარდაჰჴდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესე-ვითართა
Line of edition: 10 
   ზედა, რომელი აწ ესე მოიწია ჩუენ ზედა, ვითარ-ცა რა მამა კეთილი წურთინ
Line of edition: 11 
   შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა. და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს
Line of edition: 12 
   სწავლასა მამისა თჳსისასა, გუემს მამა იგი გუემითა და სწავლითა, რათა ისწავოს
Line of edition: 13 
   ყოველი კეთილი და იქმნას საჴმარ კეთილისა. ეგრეთ-ვე გუწუართნა ჩუენ ღმერთმან,
Line of edition: 14 
   დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან. ამისთჳს გჳჴმს ჩუენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა
Line of edition: 15 
   მისთა" მაშინ ყოველთა მისცეს მადლი ღმერთსა.

Line of edition: 16 
   კუალად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქუა ყოველთა წარჩინებულთა:
Line of edition: 17 
   "ისმინეთ ჴმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ / და არა გინახავს ჩემგან კეთილი'
Line of edition: 18 
   მამა/თა კულა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქუენ, რომელნი
Line of edition: 19 
   დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკეთუ გუაცოცხლებს ღმერთი, მოგხუდენ
Line of edition: 20 
   კე/თილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა
Line of edition: 21 
   გეტყჳ თქუენ, დაღაცათუ ჩემ ზედა და თქუენ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.