TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 149

Page of edition: 151 

Line of edition: 1 
   სპანი თჳსნი და განასხნა: მოეწონნეს სიმრავ/ლ/ითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა,
Line of edition: 2 
   და იხილნა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს ,
Line of edition: 3 
   შურითა ოვსთათა. აღივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად,
Line of edition: 4 
   და აღასრულა შჳდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და განუყო
Line of edition: 5 
   ხუასტაგი დიდ-ძალი გლახაკთა. და დაუტევნა განმგებელად სამეფოსა თჳსისა დედა მისი
Line of edition: 6 
   საგდუხტ და დაჲ მისი ხუარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: "უკეთუ არღარა შემოვიქცე
Line of edition: 7 
   ცოცხალი, დაჲ ჩემი ხუარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს
Line of edition: 8 
   მამის ძმის-წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ
Line of edition: 9 
   სომეხთა მეფისა, მან შეირთოს დაჲ ჩემი, და მან იპყრას მეფობა". და ესე დაწერილი
Line of edition: 10 
   დედასა მისსა მისცა, და სხუასა არა-ვის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმის-წული მისი,
Line of edition: 11 
   დაუტევა მცხეთას.

Line of edition: 12 
   წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი
Line of edition: 13 
   / ორმოცდაათი / ათასი / მჴედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა,
Line of edition: 14 
   განვლო კარი დარიალანისა. შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექუსმეტისა.
Line of edition: 15 
   მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და
Line of edition: 16 
   მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის
Line of edition: 17 
   ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგჳ ჰქჳან, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს
Line of edition: 18 
   თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგჳსა და ოვსეთისა არაგჳსა.

Line of edition: 19 
   და დაიბანაკეს ორთა-ვე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა
Line of edition: 20 
   ორგნით-ვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა.

Line of edition: 21 
   და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვნეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ
Line of edition: 22 
   შჳდ დღე. ამა შჳდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ
Line of edition: 23 
   ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.