TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 150

Page of edition: 152 

Line of edition: 1 
   სახელით თარჴან. გამოვიდა ესე თარჴან ხაზარი, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და თ/ქუა:
Line of edition: 2 
   /"გეტყჳ თქუენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არს თქუენ შო/რის უძლიერესი,
Line of edition: 3 
   გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა".

Line of edition: 4 
   ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო
Line of edition: 5 
   კაცი ერთი, რომელსა ერქუა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგნეს ბრძოლასა შინა,
Line of edition: 6 
   რამეთუ მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა. ესე განვიდა ბრძოლად თარჴანისად. და
Line of edition: 7 
   აღიზახნეს ორთა-ვე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსა-ვე შეკრებასა უხეთქნა
Line of edition: 8 
   ჴრმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და განუპო თავი ვიდრე ბეჭთამდე. მაშინ
Line of edition: 9 
   დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არა-ვინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი.

Line of edition: 10 
   შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აღივსნეს მწუხარებითა.

Line of edition: 11 
   და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თჳსად. და დადგა ლოცვად,
Line of edition: 12 
   და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე განთენებადმდე არა დაჯდა ქუე ლოცვისაგან:
Line of edition: 13 
   ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თჳთ-ბრძოლა
Line of edition: 14 
   თარჴანისი, რამეთუ უშიშ იყო / ვითარ-ცა უჴორცო, და იმედი / ჰქონდა ღმრთისაგან
Line of edition: 15 
   და ძალისა თჳსისაგან.

Line of edition: 16 
   ვითარ განთენა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებ/და
Line of edition: 17 
   კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არა-ვინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მბრძოლი
Line of edition: 18 
   მისი.

Line of edition: 19 
   მაშინ ვახტანგ რქუა სპათა თჳსთა: "არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად
Line of edition: 20 
   და სიმჴნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა
Line of edition: 21 
   ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თჳთ-ბრძოლად თარჴანისა. მაშინ განკჳრდეს
Line of edition: 22 
   წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათა-მცა დააყენეს
Line of edition: 23 
   ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.