TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 151

Page of edition: 153 

Line of edition: 1 
   არა ერჩდა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდაჴდა ცხენისაგან და
Line of edition: 2 
   დავარდა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და თქუა:
Line of edition: 3 
   "ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო
Line of edition: 4 
   მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და
Line of edition: 5 
   დაეც უსჯულო ისი, და / არცხჳნე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად
Line of edition: 6 
   მინდობილ ვარ, ა/რამედ მოწყალებისა შენისად". მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა
Line of edition: 7 
   თჳსსა, და რქუა სპათა თჳსთა: / "ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით".

Line of edition: 8 
   წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი
Line of edition: 9 
   მწუხარებითა თჳს-თჳსსა სჯულსა ზედა ევედრებოდეს ღმერთსა.

Line of edition: 10 
   <ა~. აქა ვახტანგისი და თარჴანის ომი და მოკლვა თარჴანისი ვახტანგისგან>
Line of edition: 11 
   მაშინ ვახტანგ ჩავლო გუერდი და შთადგა მდინარისა პირსა; აქუნდეს ჴელთა
Line of edition: 12 
   ოროლნი. მოხედნა თარჴან და რქუა: "მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა
Line of edition: 13 
   მბრძოლი ვარ, არა ყმა-წურილთა, გარნა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი". აღიზახნეს
Line of edition: 14 
   და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსა-ვე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი
Line of edition: 15 
   სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგით
Line of edition: 16 
   და მოკლა.

Line of edition: 17 
   ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიზახნეს ჴმითა
Line of edition: 18 
   საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა
Line of edition: 19 
   გარდაჴდა ცხენისაგან, და და/ვარდა მიწასა ზედა, თაყუანის-ცა ღმერთსა და თქუა:
Line of edition: 20 
   "კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. / ანგელოზი შენი / და დაეც
Line of edition: 21 
   მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.