TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 155

Page of edition: 157 

Line of edition: 1 
   მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდეს პაჭანიკნი დასავლით-კერძო,
Line of edition: 2 
   ხოლო ჯიქნი დაემკჳდრნეს ბოლოსა აფხაზ/ეთისასა. და მოტყუენა ვახტანგ
Line of edition: 3 
   პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და მოადგა ოვსეთსა-ვე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ
Line of edition: 4 
   იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და
Line of edition: 5 
   ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაც/ულად დისა მისისა, ოცდაათი ათასი
Line of edition: 6 
   ტყუე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქუეს ოვსთა. და მისცა
Line of edition: 7 
   ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყუე დისა მისისათჳს, და ესე მოიყვანა.

Line of edition: 8 
   ხოლო ტყუენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექუსსა მას წელსა, იგი ყოველნი
Line of edition: 9 
   უკ-მოიჴსნნა თჳთო თჳთოსათჳს, და აღიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათჳს მისცა
Line of edition: 10 
   სხუა ტყუე ოცდაათი ათასი, და რომელი უკ-მოიჴსნა ტყუე ქართლისა, რიცხჳთ სამას
Line of edition: 11 
   ორმოცდაათი ათასი, და რომელ და/რჩა ტყუე ოვსი ამათ განტყობილთაგან კიდე
Line of edition: 12 
   თუალვით ექუსას ორმოცდაათი ათასი თჳნიერ პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი
Line of edition: 13 
   აღესრულა ოთხ თუე.

Line of edition: 14 
   მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასია/ნთანი
Line of edition: 15 
   ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნნა დაჲ მისი მირანდუხტ და ტყუე იგი მოველი გზასა
Line of edition: 16 
   დარიალისასა, და თჳთ სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა.

Line of edition: 17 
   სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა
Line of edition: 18 
   ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო
Line of edition: 19 
   სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი
Line of edition: 20 
   ვიდრე ციხე-გოჯამდე. და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება
Line of edition: 21 
   წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.