წარდგეს წინაშე ვახტანგისსა მადლისა მიცემად განტევებისათჳს ტყუეთასა და
Line of edition: 2
განთავისუფლებისათჳს ეკლესიათასა და მღდელთასა. და ვითარ წ/არმოთქუეს ლოცვა,
Line of edition: 3
სთნდა მეფესა და მოიხილნა იგინი, და უბრძანა შემოსლვად ყოველთა ტყუეთა და
Line of edition: 4
მოწესეთა, განტევებულთა მისგან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით
Line of edition: 5
გამოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა საჴედრები და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი, და
Line of edition: 6
განუტევნა. ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი მის თანა დაიჭირნა.
Line of edition: 7
და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თჳსად, და მეფე შევიდა სერობად. რქუა
Line of edition: 8
მეფემან პეტრეს: "სთნდა-მცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და
Line of edition: 9
განუტევენ / ტყუენი".
Line of edition: 10
რქუა პეტრე: "იტყოდის მონა შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდე ქებასა
Line of edition: 11
სიცრუვისასა".
Line of edition: 12
რქუა მას მეფემან: "იტყოდე, რამეთუ არას ვეძიებ გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ
Line of edition: 13
სიცრუვისაგან".
Line of edition: 14
რქუა პეტრე: "ეკლესიანი ჴორცთანი უფროს არიან / წინაშე ღმრთისა, ვიდრე
Line of edition: 15
ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდეს-მე დაირღუეს, და აღაშენიან მით-ვე ქვითა;
Line of edition: 16
ხოლო ეკლესიანი ჴორცთანი ოდეს დაირღუენ, ვერ-ვინ შემძლებელ არს განკურნებად,
Line of edition: 17
ვერ-ცა მკურნალი და ვერ-ცა მეფე. აწ რ/აოდენნი გუამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან, რომელსა
Line of edition: 18
იტყჳს სისხლისათჳს აბელისსა: ყოველი სისხლი ნოეს რღუნითა
Line of edition: 19
განიწმიდა; და სისხლისა მისთჳს ზაქარიასსა, ბარუქის ძისა, მიუგო ყოველი შეურაცხება
Line of edition: 20
ჰურიათა, ვითარ-ცა იტყჳს ესაია: აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი,
Line of edition: 21
ტიტოს და სპასიანოსის მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს
Line of edition: 22
ისრაიტელმან ისიძვა უცხოსა თესლსა თანა, რა-ოდენი სული მოკუდა ერთისა მის
Line of edition: 23
სიძვისათჳს? აწ უკუე სპათა შენთაგან რა-ოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან,
Line of edition: 24
ტაძარნი ღმრთისანი".
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.