TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 163

Page of edition: 165 

Line of edition: 1 
   და რქუა მეფემან; "არა ხედავ, ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისათჳს ეკლესიათასა
Line of edition: 2 
   იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემა
Line of edition: 3 
   სრულიად".

Line of edition: 4 
   რქუა პეტრე: "არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ,
Line of edition: 5 
   ვითარ-ცა დავით საცთურისაგან ურიაჲსა; და არა მნებავს შენი, რათა იყო ვითარ-ცა კაცი,
Line of edition: 6 
   რომელი მარჯუენით იქმნ / და მარცხენით არღუევნ; და არ-ცა ვითარ-ცა რომელნი
Line of edition: 7 
   პირითა მათითა აკურთხევდენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ, არამედ
Line of edition: 8 
   ვითარ-ცა მეფენი კეთილად ჴსენებულნი რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა
Line of edition: 9 
   არა განეშორნეს: დავით, სოლომონ და კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი
Line of edition: 10 
   მსგავსნი მათნი. ხოლო რა არს მსგავსება შენი ივბიმიანოსისსა, და ვინ არს შენ ზედა
Line of edition: 11 
   უფალ, / რომელ-მცა ჴრმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარ-ცა იგი ივბიმიანოსისსა
Line of edition: 12 
   ივლიანესი? ანუ სადა გევნო შენ ვითარ-ცა ივბიმიანოსს ივლიანესგან? ანუ
Line of edition: 13 
   ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ ყო და ჰქონდა-მცა პასუხი შენსა სიმართლესა
Line of edition: 14 
   წინაშე ღმრთისა. არა უკუე შენ უფალ გყო ამათ ყოველთა ზედა, და შენ შეგიდგინა
Line of edition: 15 
   / ყოველნი. ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ჴელთაგან შენთა საქმე
Line of edition: 16 
   ბოროტისა, და შენ მიგაგოს არა თუ შეინანო".

Line of edition: 17 
   რქუა მეფემან: "მნებავს განმართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ
Line of edition: 18 
   დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა".

Line of edition: 19 
   რქუა პეტრე: "ვინათგან გზა ეც შეწამებად, / ცოდვა შენი განგეშორა შენგან.

Line of edition: 20 
   ხოლო აწ გითხრა გულის-სიტყუა შენი: არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა
Line of edition: 21 
   ზედა ღმრთისათა, არამედ შუელისათჳს ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყი-ა,
Line of edition: 22 
   რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქმისა მისთჳს, რაჟამს უწოდა მათ
Line of edition: 23 
   შვილად ღმრთისა და მოსცა / მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს
Line of edition: 24 
   იგი ჯუარი?"



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.