TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 164

Page of edition: 166 

Line of edition: 1 
   რქუა მეფემან: "აწ რა გნებავს შენ?"
Line of edition: 2 
   რქუა მას პეტრე: "მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენ-ვე დაშრიტო
Line of edition: 3 
   და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარ-ცა დღესამომდე იყავ სპარსთა".

Line of edition: 4 
   მიუგო მეფემან: "ესე მნებავს, რათა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა
Line of edition: 5 
   კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელ ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა
Line of edition: 6 
   ყოფა, და ვცნა მე, ვითარმედ სთნავს ქრისტესა ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ".

Line of edition: 7 
   რქუა პეტრე: "დამძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელ არიან ვითარ-ცა ანგელოზნი სრულითა სა/ქმითა, და არიან ამათ
Line of edition: 8 
   კლდეთა შორის, და ესე-ვითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე
Line of edition: 9 
   დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ, და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა
Line of edition: 10 
   აღესრულოს განზრახვა შენი; არამედ შეურაცხ გჳ/ჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ
Line of edition: 11 
   ცოდვილნი, ნუ უკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან".

Line of edition: 12 
   შერისხნა მას სამოელ მონაზონი და რქუა: "მღდელო, საქმესა ღმრთისასა ვითარ-ცა
Line of edition: 13 
   საქმესა კაცთასა ზრახავ. ანუ არა აღმოგიკითხავს-ა, ვითარ ეტყჳს ღმერთი პალეკარპოსს - უკეთუ-მცა არა
Line of edition: 14 
   დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათჳს, ყოველთა-მცა
Line of edition: 15 
   ქალაქთა შინა ჯუარს ვეცუ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე? ანუ-მე უფროს არს აქაბ,
Line of edition: 16 
   მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყჳს ესაია - / ითხოვე სასწაული
Line of edition: 17 
   სიმაღლედ, ანუ სიღრმედ, და მისთჳს თქუა: მიუდგეს ქალწული? ანუ ვინ რქუა ისრაიტელსა - რა-ცა
Line of edition: 18 
   ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს? ისო რქუა სამყაროსა ცისასა
Line of edition: 19 
   "მოიქეც", და სამსა ჭდესა მოიქცა / იგი. აწ სიტყუა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს,
Line of edition: 20 
   პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო,
Line of edition: 21 
   მცირედ შეგუეწიენ ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის / ქალაქისამან
Line of edition: 22 
   ყოს ნება შენი" და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თჳსად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.