TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 173

Page of edition: 175 

Line of edition: 1 
   ჯუარისათა; მომეც ძალი ვითარ-ცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესე-ცა მაყუედრებელად
Line of edition: 2 
   და შეურაცხებით მოუჴდა ჯუარსა შენსა; რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებულად
Line of edition: 3 
   ძალად ჩუენდა, არა ივლტოდა მისგან, არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდეს.

Line of edition: 4 
   ბრძოლად" და თქუა: "იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი
Line of edition: 5 
   ჭირვეული და იჴსნი. ხოლო ისი შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი
Line of edition: 6 
   შენ მიერ მოცემული დიდ არს, რომლითა ვსძლო; არამედ მეშინის მე შენგან, რამეთუ
Line of edition: 7 
   მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა".

Line of edition: 8 
   აღმოიჴადა ჴრ/მალი და შეამთხჳა ჯუარსა, და განვიდა შორის განწყობი/ლთა მათ,
Line of edition: 9 
   და თქუა: არა ჰბრძავნ ლომი ჴარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, არამედ დავდვა
Line of edition: 10 
   თავი ჩემი / ერისა ამისთჳს სიმდაბლით, რათა რწმენეს ძალი ჯუარისა". და მოეტევა
Line of edition: 11 
   პალეკარპოს. ხოლო ვახტანგ მსუმრიად და ნებასა მიეახლებოდა. და აღიზახნეს ორთა-ვე
Line of edition: 12 
   მათ განწყობილთა ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმა იგი ვითარ-ცა ჴმა ქუხილისა,
Line of edition: 13 
   რომლითა შეიძრა ქუეყანა. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა,
Line of edition: 14 
   რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო
Line of edition: 15 
   სიმსხო ლახურისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა
Line of edition: 16 
   მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი
Line of edition: 17 
   ვიდრე ბეჭთამდე. და მიჰყო ჴელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მოიღო წინაშე
Line of edition: 18 
   ჯუარისა, და თქუა: "ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნა/წილი"
Line of edition: 19 
   და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტნეს იგინი, და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.