TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 172

Page of edition: 174 

Line of edition: 1 
   ვსძლოთ მტერსა" და რომელმან არა თაყუანის-ცეს, მოკალთ" და უბრძანა დემეტრეს,
Line of edition: 2 
   ერის-თავსა თჳსსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯუარსა თანა. და ქადაგი
Line of edition: 3 
   ჴმობდა ძლიერად: "რომ/ელმან არა თაყუანის-ცეს ჯუარსა, მოკუედინ" / და მივიდოდეს
Line of edition: 4 
   ყოველნი ერნი, და თაყუანის-ცემდეს და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორ/ზო
Line of edition: 5 
   მოვაკნელმან მეფემან თქუა: "არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა, და არა თაყუანის-ვცემ
Line of edition: 6 
   ძელსა მაშმელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა", და სცა
Line of edition: 7 
   მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარა-ვინ
Line of edition: 8 
   იკადრა გმობად ჯუარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: "უკეთუ
Line of edition: 9 
   შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუა ღმერთი გარნა ჯუარ-ცმული".

Line of edition: 10 
   და გარდაჴდა მეფე და თაყუანის-ცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქუა
Line of edition: 11 
   მეფემან: "აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად,
Line of edition: 12 
   უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ
Line of edition: 13 
   არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი
Line of edition: 14 
   გამოვიდეს ვითარ-ცა ელვა. ხოლო პალეკარპოს ვითარ-ცა მგელი სი/სხლითა
Line of edition: 15 
   აღმოსრვილი და ვი/თარ-ცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა
Line of edition: 16 
   მათ. ხოლო მეფემან რქუა: "ვინ არს თქ/უენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და
Line of edition: 17 
   სწორ იყოს მეფობისა ჩემისა". წარვლო ქადაგმან ორ-გზის, და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად
Line of edition: 18 
   სიტყუად.

Line of edition: 19 
   <აქა ვახტანგ გორგასლისა და პალეკარპოს ბერძენთა სპასპეტისა
Line of edition: 20 
   ომი და მოკლვა პალეკარპოსისი ვახტანგისაგან>
Line of edition: 21 
   მაშინ თქუა ვახტანგ: "არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან
Line of edition: 22 
   მოსცის ძალი. და მე ვესავ ძალსა შენსა, და ვითარ-ცა დავით განვალ ნიშითა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.