TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 171

Page of edition: 173 

Line of edition: 1 
   ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს და აღჯდა მეფე პილოსა ზედა
Line of edition: 2 
   თეთრსა, და ეწყვნეს იგინი ზღჳს-კიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა.

Line of edition: 3 
   მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშჳდი ათასი, და
Line of edition: 4 
   განძლიერდა ბრძოლა, და მოკლეს დედის ძმა ვახტანგისი, ერის-თავი სპარსთა და
Line of edition: 5 
   მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერის-მთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა. იყო
Line of edition: 6 
   ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დის-წული მეფისა
Line of edition: 7 
   და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლნეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი და ესე-ცა
Line of edition: 8 
   ერის-თავი მან-ვე მოკლა.

Line of edition: 9 
   მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: "არა რომელი ჩუენ გჳნდა,
Line of edition: 10 
   გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვიტყოდ/ით მშჳდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან
Line of edition: 11 
   / აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერის-თავი
Line of edition: 12 
   რანისა. რომლისა/თჳს ყოველი სპარსეთი ვითარ-ცა მოოჴრებასა სპარსეთისასა იგლოვს
Line of edition: 13 
   აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რათა რომლითა
Line of edition: 14 
   გუძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბრძავთ
Line of edition: 15 
   ურთიერთას სხჳსა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ჴელნი
Line of edition: 16 
   თქუენნი ვითარ-ცა ჴელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა
Line of edition: 17 
   ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარ-ცა იდევნიან ყორანნი მართუეთაგან
Line of edition: 18 
   თჳსთა".

Line of edition: 19 
   და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი, და რქუა მეფემან: "დადეგ წინაშე პირსა
Line of edition: 20 
   მტერისასა და ერისა ჩუენისასა, და არქუ ყოველთა - "თაყუანის-ეცით ჯუარსა და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.