TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 175

Page of edition: 177 

Line of edition: 1 
   განაგე საქმე ჩუენი. რამეთუ დამძიმდა დგომა ჩუენი ქუეყანისა / ამისთჳს მოოჴრებულისა".

Line of edition: 2 
   ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე (!) იყო კეისარი. არამედ
Line of edition: 3 
   რაჟამს უთხრეს, ვითარმედ ტყუე პირველ შეპყრობილი და ტყუე ერისაგან მეოტისა
Line of edition: 4 
   ყოველი დაუკლებელად განუტეობია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს
Line of edition: 5 
   მწუხარება. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა სამასითა დრომონითა, სუბუქად გამოვიდა
Line of edition: 6 
   ზღჳს-კიდესა, და მოუწოდა ვახტანგს; და ყვეს ურთიერთას აღთქმა და ფიცი, და განაგეს
Line of edition: 7 
   საქმე წინდობისა. და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი
Line of edition: 8 
   და კლარჯეთი / ყოველი, / ზღჳთგან ვიდრე არსიანთამდე, და ჴევნი რომელნი მოსდგმანან
Line of edition: 9 
   ღადოთა.

Line of edition: 10 
   და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქუეყანა ზღჳს-პირისა, რომელ
Line of edition: 11 
   არს აფხაზეთი, და რქუა ესრეთ: "ეგრის-წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა
Line of edition: 12 
   ხაზარეთისა - ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი აწ შენ
Line of edition: 13 
   მიგიღია მკლავითა ჩუენგან. აწ იგი უკუ-მოგუეც, და ოდეს წარიყვანე/ბდე ცოლსა
Line of edition: 14 
   შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქუეყანა" და დაუწერა ეგრის-წყალსა და
Line of edition: 15 
   კლისურასა შუა ქუეყანა ზითვად, და სხუა აფხაზეთი უკუ-სცა ვახტანგ ბერძენთა.

Line of edition: 16 
   და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა
Line of edition: 17 
   სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე, და თქუა:
Line of edition: 18 
   "ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე" და ვითარ-ცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა,
Line of edition: 19 
   რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა,
Line of edition: 20 
   და დაადგინა იგი ერის-თავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა,
Line of edition: 21 
   რათა გამონახოს ჴევსა მას შ/ინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.