TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 183

Page of edition: 185 

Line of edition: 1 
   შერაცხოს იგი ერმან მისმან; დაღაცათუ მან არა გითხრა, მიღმართ ვძლიოთ, რამეთუ
Line of edition: 2 
   ესე არს სრული სიყუარული; მე მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათასი ჭურვილი და
Line of edition: 3 
   მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და მუნით გამოგერთო ჯაზირას
Line of edition: 4 
   სპითა ძლიერითა".

Line of edition: 5 
   ესე გა/ნაზრახა ლეონ ანთიპატმან. და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი; და მისცა სპარსთა მეფესა დაჲ მისი
Line of edition: 6 
   ვახტანგ
Line of edition: 7 
   მეფემან ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, რომელი წარტყუენულ იყო ოვსთაგან
Line of edition: 8 
   და გა/მოეჴხნა ვახტანგს. ხუარანძე ა/მისთჳს არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო
Line of edition: 9 
   სომეხთა პატიახშისა. და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად
Line of edition: 10 
   დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი, და დაუტევა
Line of edition: 11 
   მეფედ, და დაუტევნა მის თანა შჳდნი წარჩინებულნი მისნი:
Line of edition: 12 
   პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა
Line of edition: 13 
   ერის-თავთა;
Line of edition: 14 
   და დემეტრე, ერის-თავი კახეთისა და კუხეთისა;
Line of edition: 15 
   და გრიგოლი, ერის-თავი ჰერეთისა;
Line of edition: 16 
   და ნერსარან, ერის-თავი ხუნანისა;
Line of edition: 17 
   და ადარნასე, ერის-თავი სამშჳლდისა;
Line of edition: 18 
   და სამნაღირ, ერის-თავი შიდა ეგრისა და სუანეთისა;
Line of edition: 19 
   და ბაკურ, ერის-თავი მარგჳსა და თაკუერისა.

Line of edition: 20 
   და ამათ შეჰვედრა ძე თჳსი დაჩი, და უბრძანა აღშენება / უჯარმისა და მუნ შინა
Line of edition: 21 
   ზრდა დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯუედ გამონახა იგი ნადირთა და ცხოვართათჳს და
Line of edition: 22 
   წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი:
Line of edition: 23 
   არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა;
Line of edition: 24 
   და ნასარ, ერის-თავი წუნდისა;
Line of edition: 25 
   და ბივრიტიან, ერის-თავი ოძრჴისა;



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.