TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 184

Page of edition: 186 

Line of edition: 1 
   და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მჴედარი / ლაშქრისა
Line of edition: 2 
   მისისა დარჩეული.

Line of edition: 3 
   და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისისაგან ათი ათასი ბერძენი, და
Line of edition: 4 
   თჳთ წარვიდა წინაშე კ/ეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად
Line of edition: 5 
   არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა; და წარსცა ყოველი ნიჭი წინაშე კეისრისა, რომელი
Line of edition: 6 
   მიენიჭა მეფესა ხუასროს; გარნა სტავრები და ტაიჭები დაიჭირა თავისათჳს, და სხუა
Line of edition: 7 
   ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.

Line of edition: 8 
   ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედა და დაჲ მისი ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა
Line of edition: 9 
   და ილოცონ იერუსალემს. წარიტანნა, და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხუასრო გზასა
Line of edition: 10 
   ადარბადაგანისასა; / და მუნით წარვიდეს ვახტანგ და დედა და დაჲ მისი იერუსალემს,
Line of edition: 11 
   და ხუასრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს
Line of edition: 12 
   ყოველნი ადგილნი წმიდანი, და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი
Line of edition: 13 
   დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.

Line of edition: 14 
   ხოლო ლეონ, ანტიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერის-თავი ვახტანგისი,
Line of edition: 15 
   მოვიდეს ოცი ათასითა მჴედრითა რჩეულითა, და მოართუეს ხუასროს კეისრისაგან
Line of edition: 16 
   / ძღუენი მიუწდომელი და ვახტანგს ნიჭი მიუწდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთად სიხარული და მადლისა მი/ცემა ღმრთისა, და ვახტანგის
Line of edition: 17 
   ქება და მადლი
Line of edition: 18 
   მიუწდომელი. და მოემცნო ვახტანგისად: "და მიბრძანებიეს ლეონისდა ესრეთ, რათა
Line of edition: 19 
   იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქუეშე ვითარ-ცა ჩემსა" და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელსა
Line of edition: 20 
   ქუეშე ბერძენი და ქართველი და სომეხი ორმოცდაათი ათასი მჴედარი რჩეული.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.