TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 185

Page of edition: 187 

Line of edition: 1 
   მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: "ვინათგან დედა და დაჲ შენი აქამდის.

Line of edition: 2 
   დამაშურალ არიან, მოვიდენ იგინი-ცა სამეფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ
Line of edition: 3 
   / სიხარული ჩუენი მერმე თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა
Line of edition: 4 
   რანისასა. ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, გელოდიან ურაჰას ქალაქსა შინა".

Line of edition: 5 
   სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანება ხუასროსი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს.

Line of edition: 6 
   და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა,
Line of edition: 7 
   და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა. რამეთუ
Line of edition: 8 
   ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათჳს ჰინდოთა, სინდელთა, და აბაშთა, და ჯორჯანთათჳს.

Line of edition: 9 
   / და მივიდეს ბაღდადს, და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსეთისანი
Line of edition: 10 
   სიხარულითა დ/იდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექუს თუე განცხრომითა
Line of edition: 11 
   და განსუენებითა მიუწდომელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდ-ძალი
Line of edition: 12 
   დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარმოვიდეს ურაჰას. და პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა ვითარ-ცა ხუასროს, მეფესა მათსა, და
Line of edition: 13 
   მერმე წარემართნეს
Line of edition: 14 
   მტერთა ზედა
Line of edition: 15 
   <აქა ვახტანგ გორგასლისაგან სპარსთ მეფისა შუელი ჰინდოთა, სინდელთა,
Line of edition: 16 
   აბაშთა და ჯორჯანთა ზედა და ყოველთა ზე გამარჯუება ვახტანგისგან>
Line of edition: 17 
   პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყუენეს ჯორჯან/ეთი, და ყოვლად
Line of edition: 18 
   უმკჳდრო ყვეს. და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და მიერითგან
Line of edition: 19 
   იქმნნეს ჯორჯანნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.