TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 186

Page of edition: 188 

Line of edition: 1 
   <შესლვა ჰინდოეთს ვახტანგ გორგასლისაგან და ვახტანგისგან
Line of edition: 2 
   გამარჯუება მათ ზედა>
Line of edition: 3 
   და მუნით შევიდეს ჰინდოეთად, და მუნ იქმნნეს ბრძოლანი ძლიერნი და თჳთო-თჳთო.

Line of edition: 4 
   და იყო მუნ წესად: რომელმან-ცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი.

Line of edition: 5 
   ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს
Line of edition: 6 
   მრავალნი გოლიათნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი,
Line of edition: 7 
   და წარმოტყუენნეს უმრავლესნი ქუეყანანი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე-ქალაქნი
Line of edition: 8 
   ვერ განტეს/ნეს, რამეთუ ზღუდეთა შინა / იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი
Line of edition: 9 
   ჰინდოთა მეფისაგან; მუშკი ლიტრა ათასი, ამბარი ეგზომი-ვე, ალვა ნავი ათი, თუალები
Line of edition: 10 
   იაკინთი და ზურმუხტი ნავი ერთი, და მის თანა საფირონი თჳთო-სახე, ოქრო აქლემი
Line of edition: 11 
   ასი, ვეცხლი აქლემი ხუთასი.

Line of edition: 12 
   <შესლვა სინდეთს ვახტანგ გორგასლისაგან და გამარჯუება ვახტანგისგან>
Line of edition: 13 
   და მუნით შევიდეს სინდეთს. მაშინ სინდთა მეფემან განყო ერი თჳსი ციხეთა
Line of edition: 14 
   და ქალაქთა შინა; და რომელსა-ცა კერძსა განვიდიან სპარსნი მტყუენავნი, გამოუჴდიან
Line of edition: 15 
   / სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნება დიდი სპარსთა ზედა, და მოსწყდა
Line of edition: 16 
   ურიცხჳ ერი სპარსთაგანი. ხოლო ძალითა ქრისტესითა არა-სადა იძლივნეს ვახტანგის
Line of edition: 17 
   სპათაგანნი, და ყოვლად-ვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა, და მჴნედ მბრძოლად
Line of edition: 18 
   გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი; რამეთუ მათ
Line of edition: 19 
   დასცნეს მრავალნი მჴნედ მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი ხოლო სინდთა მეფე იყო
Line of edition: 20 
   ქალაქსა შინა სინდიას. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდიას, და მუნ
Line of edition: 21 
   მოხუდეს ბრძოლანი ძლიერნი, და დღეთა ყოველთა გამოვიდის თჳთ სინდთა მეფე,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.