TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 187

Page of edition: 189 

Line of edition: 1 
   რამეთუ / იყო იგი მჴნე გოლიათი და შემმართებელი, და გამოიტანნის მჴედარნი
Line of edition: 2 
   სინდეთისანი, და იყვის ბრძო/ლა ბუმბერაზთა; რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და
Line of edition: 3 
   რომელსა-მე მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავის-თავითა ყოველთა ბუმბერაზთა
Line of edition: 4 
   მბრძოლთა მისთა, და არა მიხუდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.

Line of edition: 5 
   მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, / ღამე თხარა
Line of edition: 6 
   მთხრებლი დიდი დასამალავად შიგა მჴედართა, და სიმარჯჳთ დაუტევნა გზანი გამოსავალნი,
Line of edition: 7 
   და ჩაადგინნა მუნ შინა მჴედარნი ათნი რჩეულნი. და დილასა ადრე გამოგზავნა
Line of edition: 8 
   ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხუედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათჳს.

Line of edition: 9 
   და მიდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლა თავის-თავ, რათა-მცა წარიტყუა და
Line of edition: 10 
   შეჰჴადა მჴედართა მათ ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და რქუა:
Line of edition: 11 
   "არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გებრძოლო, მონა მონასა", და
Line of edition: 12 
   მიეტევა. ხოლო სინდელი იგი გაიქცა, და მისდევდა საურმაგ ჩუეულებისაებრ: რამეთუ
Line of edition: 13 
   მრავალ-გზის ბრძო/ლილ იყო ველსა მას ზედა. და ვითარ წარჴდა დამალულთა მათ,
Line of edition: 14 
   მჴედართა, გამოუჴდეს ზურგით მისსა / და იგი მეოტი შემოიქცა. ხოლო საურმაგ
Line of edition: 15 
   სცნა ჰოროლნი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ.

Line of edition: 16 
   მაშინ მიეტევა თჳთ ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი:
Line of edition: 17 
   არტავაზ, ბივრიტიან და ნასარ, და / მათ თანა ლეონ ბერძენი. ხოლო სინდელნი
Line of edition: 18 
   იგი ივლტოდეს, და მისდევდა ვახტანგ მოყუსით-ურთ ვიდრე კართამდე ქალაქისათა, და
Line of edition: 19 
   სინდნი იგი შეივლტოდეს ქალაქად. მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა შეიქცა, და
Line of edition: 20 
   იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისსა, ვითარ-ცა ძმისა საყუარელისასა. რამეთუ თანა-ზრდილ
Line of edition: 21 
   იყო მისი, ძმის-წული მამა-მძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთ-გული, მისანდობელი
Line of edition: 22 
   და ქუელი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.