TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 188

Page of edition: 190 

Line of edition: 1 
   <არაკი სინდთა მეფისა>
Line of edition: 2 
   მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა,
Line of edition: 3 
   და რქუა: "ვახტანგ მეფეო, მსგავსი ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა
Line of edition: 4 
   ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აფრენა და
Line of edition: 5 
   მიახლებულ იყო სიკუდილ/სა. და არა ქმნა ყუავმან მან ვითარ-ცა წესი არს ყუავისა.

Line of edition: 6 
   რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ჴმა-მაღლად ყივილი, და ასმინის
Line of edition: 7 
   სხუათა-ცა, და დაესხის სიმრავლე ყუავთა ქო/რსა, რათა-მცა განიოტეს საყოფელთაგან
Line of edition: 8 
   მისთა, და უშიშად-მცა დაყვნეს დღენი მათნი რამეთუ პირუტყუთა-ცა იციან / სარგებელი
Line of edition: 9 
   თავისა მათისა.

Line of edition: 10 
   "არა ქმნა ყუავმან ესე-ვითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარ-ცა კეთილის-მყოფელი მისი; დაუტევა
Line of edition: 11 
   ზრდა მართუეთა თჳსთა, და მარადის უკრებნ მკალსა და
Line of edition: 12 
   გუელსა, რამეთუ სხჳსა შეპყრობა არა ძალ-უც ყუავსა, და მით ზრდიდა ქორსა. ვითარ-ცა
Line of edition: 13 
   მოეზარდნეს ქორსა მას ფრთენი, თქუა გონებასა თჳსსა: "ესე-რა დღეთა მრავალთა
Line of edition: 14 
   გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა, და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთა,
Line of edition: 15 
   რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები. თუ-მცა ძალ-მედვა მიწევნა მფრინველთა და
Line of edition: 16 
   მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყუავი ისი, მზრდელი ჩემი, შევჭამო
Line of edition: 17 
   და განვისუენო ორ დღე: მომეცეს ძალი და ვიწეო წესისაებრ ნადირობად, მამათა
Line of edition: 18 
   ჩუენთაებრ". რომლისათჳს-ცა აღასრულა / ესე, შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა. მიერითგან
Line of edition: 19 
   იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მიეცა ყუავსა მას ქება
Line of edition: 20 
   მოწყალებისა მისთჳს, არამედ უგუნურად და თავისა მკლველად ითქმის. არ-ცა მი/ეცა
Line of edition: 21 
   ქორსა მას შუედრ/ება უწყალოებისა და კეთილის-უჴსენებლობისა; რამეთუ იგი არს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.