TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 189

Page of edition: 191 

Line of edition: 1 
   გუარი და წესი ქორისა: განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ,
Line of edition: 2 
   და განერა სიკუდილისაგან ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა, და მით-ცა მოკუდა.

Line of edition: 3 
   "აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე
Line of edition: 4 
   მტერნი არიან ჯუარის-მსახურთანი, ჟამსა შინა, უღონოებით, ლიქნით ყვიან სიყუარული;
Line of edition: 5 
   და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილის-ჴსენება. ესე, ბევრის-ბევრეულ-ჯერ
Line of edition: 6 
   ქმნილი, გუასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემ მიერ
Line of edition: 7 
   შეკნინებულნი, არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ, სიხარული და მადლისა
Line of edition: 8 
   შეწირვა ღმრთისა შენისა, და ზრახება სხუათა-ცა ნათესავთა, და მტერთა აღზრზენა
Line of edition: 9 
   სპარსთა ზედა, და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა. არა ჰყავ ესე-ვითარი, / არამედ
Line of edition: 10 
   დაგიტეობიეს საყოფელი მამათა შენთა, და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა
Line of edition: 11 
   საქრისტიანოსა საბერძნეთისასა, და მოგივლია ორისა წელიწდისა გზა, და მოსრულ
Line of edition: 12 
   ხარ ძა/ლად სპარსთა, რათა-მცა განძლიერდეს, და მოიწყუნეს, და წარგწყმიდეს / შენ და
Line of edition: 13 
   ქუეყანა შენი, და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარის-მსახურთა. ჭეშმარიტად
Line of edition: 14 
   ამას იმზადებ თავისა შენისათჳს და ყოველთა ჯუარის-მსახურთათჳს. რად ვთქუ მე
Line of edition: 15 
   შენთჳს ყუავისა იგავი? რამეთუ მეფე ხარ თჳთ-მპყრობელი და ახოვანი, და ნებითა
Line of edition: 16 
   შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა. და ვითარ არა უგუნურად ვთქუა
Line of edition: 17 
   თავი შენი?"
Line of edition: 18 
   <არაკი ვახტანგ გორგასლისა>
Line of edition: 19 
   მაშინ ვახტანგ რქუა: "გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე,
Line of edition: 20 
   არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო,
Line of edition: 21 
   მსგავს ხარ შენ თაგჳსა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.