TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 190

Page of edition: 192 

Line of edition: 1 
   მისი არს მიწასა ქუეშე; და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება
Line of edition: 2 
   ველთა; და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა, რამეთუ / ეგე-ოდენი ჰგონიეს მას.

Line of edition: 3 
   ცხოვრება ყოველთა იძრვისთა, ვითარსა ცხოვრებასა თჳთ არს; და არა სურვიელ არს
Line of edition: 4 
   ხილვად ნათელსა და შუენიერებასა ცისა და ქუეყანისასა.

Line of edition: 5 
   "ეგრეთ-ვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა, და ყ/რუ ხარ გონებისა ყურითა: არა
Line of edition: 6 
   ხედავ, არ-ცა გესმის, / და არ-ცა უწყი ცხოვრება სულიერი; და არ-ცა სურვიელ ხარ შენ
Line of edition: 7 
   მისლვად ცხოვრებასა მას საუკუნოსა, ნათელსა მას დაუსრულებელსა, დიდებასა მას
Line of edition: 8 
   მოუგონებელსა და მიუწდომელსა. და არ-ცა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა ყოვლისასა,
Line of edition: 9 
   რომლისა მიერ შეიქმნა ყოველი-ვე.

Line of edition: 10 
   ,.არა მიქმნია მოსლვა ამას ქუეყანასა დიდებისათჳს ამა სოფლისა, არ-ცა მსახურებისათჳს
Line of edition: 11 
   სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათჳს ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა
Line of edition: 12 
   ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველთასა, დიდებისათჳს მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა.

Line of edition: 13 
   რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალემი, წმიდა
Line of edition: 14 
   ქალაქი, სადა დადგეს ფერჴნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, და მუნ აღასრულა
Line of edition: 15 
   ყოველი-ვე ჴსნისათჳს სულთა ჩუენთასა. / და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიჴსნია
Line of edition: 16 
   მოოჴრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა
Line of edition: 17 
   საქრისტიანოსა.

Line of edition: 18 
   "დაღათუ-მცა ქუეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა / სპათა
Line of edition: 19 
   ჩემთათა / არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და ვერ წინა-აღუდგებოდეს და ესრეთ
Line of edition: 20 
   ჯერ არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან, რათა ერთისა მოყუსისა ჩუენისათჳს დავდვათ
Line of edition: 21 
   სული ჩუენი. ხოლო ბევრისა-ბევრეული სული დაჴსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.