TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 191

Page of edition: 193 

Line of edition: 1 
   და ამისთჳს მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე
Line of edition: 2 
   ჩემი, და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი. და რომელ სთქუ შენ, თუ "მოიწყონ რა
Line of edition: 3 
   სპარსთა, მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა", მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა
Line of edition: 4 
   ამას დამიჴსნიან ქრისტიანენი ჭირისაგან დიდისა, და უკანას ღმერთმან დამბადებელმან
Line of edition: 5 
   წყალობა ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა.

Line of edition: 6 
   "დაღათუ-მცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ჴსნისა, და თჳთ ძალად სპარსთა
Line of edition: 7 
   მოსრულ ვიყავ აქა. ჯერ იყო ესე-ცა / პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამისთჳს,
Line of edition: 8 
   დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი
Line of edition: 9 
   არიან ღმრთისა დამბადებელისანი, და რწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო, ვი/თარ-ცა ცხენი და ჯორი.

Line of edition: 10 
   ვითარ / უკუე არა-მცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან დამბადებელმან ყოვლისამან.

Line of edition: 11 
   "და საწუთოსა-ცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს გონება შენი. რამეთუ ქორმან
Line of edition: 12 
   ღადარმან, რომელმან შეჭამა ყუავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა ხოლო
Line of edition: 13 
   ბუნება ჩუენი ესე არს, რათა კეთილის-მყოფელისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი,
Line of edition: 14 
   და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან, და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო, და სოფელსა ამას
Line of edition: 15 
   მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათჳს თუ
Line of edition: 16 
   მოვკუდეთ, უკუდავნი-ვე ვართ, და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით".

Line of edition: 17 
   მაშინ რქუა სინდთა მეფემან: "ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩუენ შორის, არამედ
Line of edition: 18 
   რომელ სთქუ შენ, თუ სახელისათჳს ღმრთისა ჩემისა / მოვკუდე, სიკუდილისაგან
Line of edition: 19 
   ცხოვრებად მივიცვალები, მაშა უკეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება
Line of edition: 20 
   და კეთილი, ჯერ არს ესრეთ, რათა ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა მის. აწ უკუე
Line of edition: 21 
   ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი. გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რა/თა ჩემ მიერ
Line of edition: 22 
   მიიცვალო დღეს სიკუდილ/ისაგან ცხოვრებად; რამეთუ წარჩინებული ისი შენი წარმოვლენია
Line of edition: 23 
   წინამორბედად შენდა, რათა განგიმზადოს სადგური შენი".




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.