TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 192

Page of edition: 194 

Line of edition: 1 
   რქუა ვახტანგ: "აწინდელი სიკუდილი არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი
Line of edition: 2 
   ვარ, და არა სრულიად აღმისრულებია მცნება ღმრთისა, და არა სრულიად აღმიჴოციან
Line of edition: 3 
   ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე
Line of edition: 4 
   შენგან სიკუდილისა; რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ
Line of edition: 5 
   ყოვლად-ვე; და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან, მრავლითა ძალითა მის-მიერითა, ჩემ
Line of edition: 6 
   მონისა მისგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას
Line of edition: 7 
   გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა".

Line of edition: 8 
   მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე, და ვახტანგ რქუა მოყუასთა თჳსთა: "ღმერთსა
Line of edition: 9 
   ევედრ/ენით, და ზურგით კერძი ჩემი განმიმაგრეთ". და განვიდა ვახტანგ, და ორთა-ვე
Line of edition: 10 
   მათ აქუნდა ჰოროლები. მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს
Line of edition: 11 
   ორნი-ვე, რათა-მცა შეჰყვეს წუე/რსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა
Line of edition: 12 
   ვახტანგის ჰოროლის წუერისა / და შეუტევა, რათა-მცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმჴნითა
Line of edition: 13 
   და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა და წარჴდა, და
Line of edition: 14 
   შემოუმრგლო ვითარ-ცა გრიგალმან და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და იწყლა წყლულებითა
Line of edition: 15 
   დიდითა.

Line of edition: 16 
   რამეთუ წინათ განავლო წყრთა ერთი. და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა
Line of edition: 17 
   ვახტანგ, ჩაჰყო ჴელი და უპყრა ფერჴი მისი, და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა
Line of edition: 18 
   მეფისა.

Line of edition: 19 
   მაშინ ყოველმან სპამან ჴმითა მაღლითა შეასხეს ქება ვახტანგს, და აღივსო
Line of edition: 20 
   სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდოდეს ყოველნი წარჩინებულნი
Line of edition: 21 
   წინაშე ვახტანგ მეფისა ძღუნითა, და შესწირვიდეს ძღუენსა. მაშინ სპარსთა
Line of edition: 22 
   მეფემან მოიყვანა მკურნალი ჴელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა
Line of edition: 23 
   განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ / წარიღოს ყო/ველი სინდეთი. ხოლო
Line of edition: 24 
   სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.