TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 193

Page of edition: 195 

Line of edition: 1 
   მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევება სინდთა მეფისა, აღება
Line of edition: 2 
   ხარკისა და მძევალთა, რამეთუ ვერ წარ/იღებდეს სინდეთსა. არამედ სთნდა სპარსთა
Line of edition: 3 
   მეფესა განზრახვა ვახტანგისი: განუტევა სინდთა მეფე, აღიღო.მისგან ხარკი ორი
Line of edition: 4 
   ეგზომი, რომელი აეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი მძევლად. და ესე ხარკი
Line of edition: 5 
   სინდთა სპარსთა მეფემან ყოველი მიანიჭა ვახტანგს.

Line of edition: 6 
   მაშინ მეფე იგი სინდთა დაემოყურა ვახტანგს სიყუარულითა დიდითა: პირველად
Line of edition: 7 
   ამისთჳს, რომელ, ოდეს შევარდა ჴელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით
Line of edition: 8 
   მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა; და შემდგომად ამისთჳს, რამეთუ ვახტანგის მიერ-ვე
Line of edition: 9 
   განთავისუფლდა ტყუეობისაგან. და უძღუნა ვახტანგს ძღუენი მიუწდომელად დიდ-ძალი.

Line of edition: 10 
   და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვი/სა, და დარჩომოდეს მოუოჴრებელად
Line of edition: 11 
   ქალაქნი სინდეთისანი: სინდილა, თოფორი, კიმრაი.

Line of edition: 12 
   <აქა სპარსთა მეფისა და ვახტანგ გორგასლისაგან შესლვა აბაშეთს
Line of edition: 13 
   და დაჭირვა აბაშეთისა მათგან>
Line of edition: 14 
   და მოვიდეს მუნით აბაშეთს. ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა
Line of edition: 15 
   მოსდგმიდა წყალი და ლე/რწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, და ვერ-ცა ოთხ-ფერჴი,
Line of edition: 16 
   არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულ-გრძელად ჰბრძოდეს. რამეთუ
Line of edition: 17 
   წყალი იგი რომელ შესდიოდა, გარდაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწუე/ს ცეცხლითა,
Line of edition: 18 
   და წარმოტყუენეს აბაშეთი ყოველი. და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და
Line of edition: 19 
   ნახევარნი დაუტევნა ადგილსა-ვე ზედა, და ნახევარნი წარმოიყვანნა ვითარ სახლი
Line of edition: 20 
   ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესე არიან ქურდნი, ნათესავნი იგი
Line of edition: 21 
   რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.