TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 194

Page of edition: 196 

Line of edition: 1 
   და წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე
Line of edition: 2 
   ანტიოქიამდე, და მოვიდა ურაჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად
Line of edition: 3 
   თჳსთაგან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ რქუა: "არა ჯერ არს ჩემგან / ორთა ცოლთა
Line of edition: 4 
   პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა". დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს,
Line of edition: 5 
   არამედ ვერა რქუა, ხოლო ვახტანგ მშჳდობით პოვნა დედა და დაჲ მისი, და წარმოვიდეს
Line of edition: 6 
   ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.

Line of edition: 7 
   და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპა მისი შიმშატად. ხოლო ვახტანგ წარავლინა
Line of edition: 8 
   მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთჳს კათალიკოსისა და სა/მოელ
Line of edition: 9 
   ეპისკოპოსისა. წარმოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა
Line of edition: 10 
   ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარ-ცა ცნა ეპისკოპოსმან,
Line of edition: 11 
   ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა,
Line of edition: 12 
   დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რე-ცა ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა
Line of edition: 13 
   და რქუა, ვითარმედ: "შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ესავ". ხოლო ვახტანგ
Line of edition: 14 
   მოუვლინა, ვითარმედ: "ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლით გამოვედ ძალითა-ვე
Line of edition: 15 
   ქრისტესითა, და უბრალო ვარ, ღმერთმან იცის/ მაგრა წარმივლენია მოციქული
Line of edition: 16 
   მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა".

Line of edition: 17 
   და ვითარ-ცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა შფოთითა
Line of edition: 18 
   დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი.

Line of edition: 19 
   ხოლო მეფემან თქუა: "დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არს ჩუენგან" და
Line of edition: 20 
   მივიდა მეფე, და გარდაჴდა საჴედარსა, რათა-მცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა.

Line of edition: 21 
   და განძრა მან ფერჴი, და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი
Line of edition: 22 
   მისი. ხოლო მეფემან თქუა: "სილაღე ესე ამპარტავანებისა / არს საცთური ეშმაკისა;



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.