TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 195

Page of edition: 197 

Line of edition: 1 
   უკეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქუს ჴელმწიფება ბოროტისა,
Line of edition: 2 
   არამედ შენდობისა, ვითარ-ცა იტყჳს სახარება, ვითარმედ: არა დაშრიტო პატრუკი
Line of edition: 3 
   მგზებარე, არ-ცა განსტეხო ლ/ერწამი დაჩეჩქჳლი". ხოლო შენ ჰგონებ ვითარ-მცა შენითა
Line of edition: 4 
   სივერაგითა ჩუენ დაგუაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა. მაშინ გამოჩნდა ცხა/დად,
Line of edition: 5 
   რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება, და აღეგზენ შურითა ბოროტად,
Line of edition: 6 
   ვითარ-ცა იუდა პეტრესითა; რამეთუ შენ ხარ ვითარ-ცა იუდა, ხოლო ეკლესია ვითარ-ცა
Line of edition: 7 
   პეტრე. ვეცხლის მოყუარე ხარ შენ, რამეთუ შენ-ცა მეგუადრუცე ხარ ქრისტესი. აწ
Line of edition: 8 
   მიგავლინო შენ პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ და, ვითარ-ცა ჯერ იყოს, განგიკითხოს".

Line of edition: 9 
   და წარსცა იგი დიასპანთა, და მის თანა კბილი მისი, და შეუთუალა, რათა კათალიკოსი
Line of edition: 10 
   და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ. და მათ შორის-მცა არს
Line of edition: 11 
   პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხუანი ვინ-ცა სთნდენ. და ვითარ-ცა
Line of edition: 12 
   მიაწიეს მიქელ ეპისკოპოსი, რქუა მას პატრიაქმან: "ვინათგან დაითხია სისხლი შენ
Line of edition: 13 
   მიერ ქუეყანა/სა ზედა, არღარა ღირს ხარ შენ ეპისკოპოსად, და კადრებისათჳს მეფისა
Line of edition: 14 
   თანა-გაც შენ სიკუდილი, ვითარ-ცა იტყჳს: დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ
Line of edition: 15 
   არა ცუდად ჴრმალ აბიეს, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარ-ცა ლომი შორის
Line of edition: 16 
   ცხოვართა". და ექსორია ყვეს / მიქელ ეპის/კოპოსი მონასტერსა მღჳძარეთასა.

Line of edition: 17 
   და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მიუწერეს
Line of edition: 18 
   ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან ესრეთ, ვითარმედ: "პირველად, დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა
Line of edition: 19 
   ჰრომაელისა ნინოს
Line of edition: 20 
   მიერ, განივლინა აქათ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო,
Line of edition: 21 
   და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისა-ებრ სჯულისა: რამეთუ ჩუენ უწყით, ვითარმედ
Line of edition: 22 
   ქართლი და აღმოსავლეთი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარ-ცა
Line of edition: 23 
   განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა". და მიუწერეს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.