TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 196

Page of edition: 198 

Line of edition: 1 
   ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ვითარმედ: "ეპისკოპოსი იგი, რომელი მათ
Line of edition: 2 
   მიერ დადგინებულ იყო, უკუ-ვადგინეთ, და დღეს იცოდეთ ახალ-ნერგ/ად ჭეშმარიტად
Line of edition: 3 
   ქართლი. აწ ორნი ესე მათნი თხოილნი აკურთხენ, სხუანი თორმეტნი, ვინ-ცა-ვინ შენ
Line of edition: 4 
   გენებოს, იგინი აკურთხენ. და ჩუენდა წარმოვ/იდენ, რათა ჩუენ ნიჭითა და საჴმრითა
Line of edition: 5 
   ყოვლითა განუტევნეთ". და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხნა თორმ/ეტნი ეპისკოპოსნი
Line of edition: 6 
   და პეტრე კათალიკოსად.

Line of edition: 7 
   და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდ-ძალი, და ასული
Line of edition: 8 
   თჳსი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა
Line of edition: 9 
   ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი
Line of edition: 10 
   ბერძენთანი. და წარმოვიდეს მცხეთად.

Line of edition: 11 
   ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი,
Line of edition: 12 
   და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა-იგი დაცემულ იყო ეკლესია,
Line of edition: 13 
   რომელ არს სიონი დიდი. და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ
Line of edition: 14 
   ეპისკოპოსად მცხეთასა-ვე საეპისკოპოსოსა.

Line of edition: 15 
   და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს
Line of edition: 16 
   ერ/უშეთს; ერთი ჯა/ვახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს;



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.