TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 197

Page of edition: 199 

Line of edition: 1 
   ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა
Line of edition: 2 
   აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის
Line of edition: 3 
   ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა
Line of edition: 4 
   და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუ/ნანს გამართებით.

Line of edition: 5 
   შემდგომად მისსა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა. და
Line of edition: 6 
   დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა
Line of edition: 7 
   მიერ წყობასა ვახტანგისსა.

Line of edition: 8 
   ესე რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა
Line of edition: 9 
   სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა იგი დიდად მორწმუნე;
Line of edition: 10 
   და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს,
Line of edition: 11 
   რათა-მცა უარ-ყო ქრისტე. ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება
Line of edition: 12 
   და იწამა ქრისტესთჳს.

Line of edition: 13 
   და ესხნეს ვახტა/ნგს ბერძნისა ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ. ხოლო ძესა
Line of edition: 14 
   მისსა პირმშო/სა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა.

Line of edition: 15 
   და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქუეყანა მტკუარსა
Line of edition: 16 
   აღმოსავლით. და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა.

Line of edition: 17 
   და დაჲ მისი ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა.

Line of edition: 18 
   / და ვითარ-ცა წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, მოკუდა ხუასრო, მეფე
Line of edition: 19 
   სპარსთა, და დაჯდა მის წილ ძე მისი ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი,
Line of edition: 20 
   რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა, და წარმოემართა
Line of edition: 21 
   იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და რქუა:



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.