TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 198

Page of edition: 200 

Line of edition: 1 
   "მოკუდა მამა ჩემი, და მეფე მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა
Line of edition: 2 
   და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე
Line of edition: 3 
   ბრძანებასა (!) შენსა, და შენ წარმიძღუე ჩუენ, / მეფეო, წინა-მძღურად ჩუენდა შესლვასა
Line of edition: 4 
   ამას ჩუენსა საბერძნეთად. და მომეც ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე ვითარ-ცა
Line of edition: 5 
   ერთი შვილთა შენთაგანი". და ვითარ-ცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა,
Line of edition: 6 
   და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვა.

Line of edition: 7 
   და ვითარ-ცა უთხრა მოციქულმან შეთულილობა ხუასრო მეფისა, თქუა მეფემან:
Line of edition: 8 
   "ამისთჳს თქჳან: / მჭედელო, გამახუე მახჳლი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს.

Line of edition: 9 
   ასოთა შენთა". მაშინ ვახტანგ / დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა და
Line of edition: 10 
   თქუა ესრეთ: "უთხართ მეფესა ხუასროს: პირველად განემზადე ბრძოლად ჩუენდა, და
Line of edition: 11 
   ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნი იქმნნეს ყოველნი ძალითა ჯუარისათა
Line of edition: 12 
   იქმნნეს. აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარ-ცმულისათა".

Line of edition: 13 
   და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო
Line of edition: 14 
   არა ძლიერი, და შეივლტო/დიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და
Line of edition: 15 
   შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად,
Line of edition: 16 
   და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა
Line of edition: 17 
   მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა
Line of edition: 18 
   კაცთათა ვიდრე ნოსრამდე), ხოლო გორგასალისა ცოლი და შვილნი - უჯარმის ჴევსა.

Line of edition: 19 
   და წინასა ციხესა თჳთ შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე. ხოლო მცხეთას
Line of edition: 20 
   დემეტრე და ნერსე და ბივრიტიანი დაუტევა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.